"ოცნების" ყოფილი ლიდერი ივანიშვილ-კობახიძის ფარულ დაპირისპირებაზე საუბრობს

07.04.26 11:28
"ოცნების" ყოფილი ლიდერი ივანიშვილ-კობახიძის ფარულ დაპირისპირებაზე საუბრობს

ივანიშვილმა საკუთარ თავზე მოირგო მთელი სახელმწიფო, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" წევრი, არმაზ ახვლედიანი "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევთან შეხვედრას. მისი თქმით,  ქვეყანაში ავტორიტარიზმი ღრმავდება, რაც გუშინდელმა ვიზიტმაც ცხადყო. 

ამასთან, "ოცნების" ყოფილი ლიდერი ივანიშვილ-კობახიძის ფარულ დაპირისპირებაზე საუბრობს.

არაფერი ხდება ახალი გარდა იმისა, რომ საქართველოში ღრმავდება ავტორიტარიზმი და ამ პირობებში არავის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ივანიშვილმა მოირგო საკუთარ თავზე მთელი სახელმწიფო. როგორც ჩანს, ბრძოლა კულუარებში ივანიშვილს და შესაძლოა, კობახიძის შორის ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, - ამბობს არმაზ ახვლედიანი. 

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს თბილისში, ბიზნესცენტრში შეხვდა. შეხვედრის ამსახველი კადრებში, საუბარი არ ისმის, ის პარტიის პრესსამსახურმა შეხვერის დასრლების შემდეგ გაავრცელა.

ბიძინა ივანიშვილამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რომელიც 6 აპრილს თბილისში მეუღლესთან, ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევასთან ერთად ჩამოვიდა, შეხვდა ირაკლი კობახიძესა და  მიხეილ ყაველაშვილს.

აღსანიშნავია, რომ ალიევის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, 5 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან აზერბაიჯანში გააძევა  ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი. ალიევის კრიტიკოსის სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმაღამის 04:00 საათზე მიიღო.