ოცნების პრემიერი ჰგავდა გრუმერთან წასაყვან ჩაუ ჩაუს - გია ჯაფარიძე
საცოდაობა იყო. ქართული ოცნების პრემიერი ჰგავდა გრუმერთან წასაყვან ჩაუ ჩაუს, რომელიც სტუმარმა საჩუქრად ჩამოუყვანა ივანიშვილს - ასე აფასებს გია ჯაფარიძე "ქართული ოცნების" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილი ბიზნესცენტრშია გადაღებული და აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და "ოცნების" დამფუძნებლის შეხვედრას ასახავს.
ჯაფარიძის შეფასებით, "საპასუხოდ ივანიშვილმა პირადი ზოოპარკი დაათვალიერებინა სტუმარს".
"ცალ ფეხზე კი არა, ცალი ფეხის თითზე იდგნენ. თან ბზრიალებდნენ, თუ ეტყოდნენ სტუმრები"- წეეს გია ჯაფარიძე.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს თბილისში, ბიზნესცენტრში შეხვდა. შეხვედრის ამსახველი კადრებში, საუბარი არ ისმის, ის პარტიის პრესსამსახურმა შეხვერის დასრლების შემდეგ გაავრცელა.
ბიძინა ივანიშვილამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რომელიც 6 აპრილს თბილისში მეუღლესთან, ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევასთან ერთად ჩამოვიდა, შეხვდა ირაკლი კობახიძესა და მიხეილ ყაველაშვილს.
აღსანიშნავია, რომ ალიევის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, 5 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან აზერბაიჯანში გააძევა ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი. ალიევის კრიტიკოსის სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმაღამის 04:00 საათზე მიიღო.