კადრები ივანიშვილის ბიზნესცენტრიდან - ვინ არის ქვეყნის რეალური მმართველი?

07.04.26 20:17
კადრები ივანიშვილის ბიზნესცენტრიდან - ვინ არის ქვეყნის რეალური მმართველი?

თბილისი, თაბორის მთა, 6 აპრილი, 2026 წელი — აზერბაიჯანის პრეზიდენტი ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ მოულოდნელად ბიძინა ივანიშვილის ახალ ბიზნესცენტრში მივიდა, სადაც მას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მასპინძლობდა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავად „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული კადრებით გახდა ცნობილი. ერთწუთიან ვიდეოში მთავარი ფიგურები ილჰამ ალიევი და ბიძინა ივანიშვილი არიან. კადრებში ჩანს ირაკლი კობახიძეც, რომელიც მათ მუდმივად თან ახლავს, თუმცა ყურადღების ცენტრში ვერ ხვდება.

ვიდეომასალას ხმა არ აქვს, რის გამოც უცნობია, რა თემებზე საუბრობენ ივანიშვილი და ალიევი. თუმცა, ვიზუალურად თვალშისაცემია კობახიძის ქცევა — მისი მოძრაობები და როლი შეხვედრაში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფორმალური პრემიერი პროცესში წამყვან ფიგურად არ აღიქმება.

ანალიტიკოსების შეფასებით, კადრები კიდევ ერთხელ აჩენს კითხვას — ვინ მართავს რეალურად ქვეყანას და რა ფუნქცია აკისრია ირაკლი კობახიძეს. ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა კობახიძეს პოლიტიკური პერსპექტივა უკვე შეუზღუდა.

ეკა ბესელიას თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ირაკლი კობახიძე უახლოეს პერიოდში პრემიერ-მინისტრის პოსტს დაემშვიდობოს.

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.