ნაჩქარევად მიღებული კანონი კორექტირდება — „ოცნება“ გრანტების რეგულაციებს აზუსტებს
ორ დღეში, სამი მოსმენით მიღებულ კანონში ივანიშვილის გუნდი ცვლილებებს ხელახლა შეაქვს - უცხოური დაფინანსების რეგულაციებმა დიპლომატიური მისიების საქმიანობა მნიშვნელოვნად შეზღუდა.
„ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, ახლახან მიღებულ კანონში კორექტივები შეიტანოს. ივანიშვილის გუნდის მიერ დაჩქარებულად დამტკიცებულმა რეგულაციებმა პრაქტიკულად სრულად შეზღუდა დიპლომატიური მისიების საქმიანობა, რის გამოც ახლა საჭირო გახდა შეზღუდვების დაზუსტება.
თუმცა, ცვლილებების მიუხედავად, კანონში კვლავ რჩება ბუნდოვანებები. დიპლომატიური წარმომადგენლობები ვერ ასახელებენ ზუსტად, რა შეიძლება ჩაითვალოს აპოლიტიკურ საქმიანობად, რომლისთვისაც ფინანსური მხარდაჭერა დასაშვები იქნება. ინიცირებული ცვლილებები, მათი შეფასებით, ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ტოვებს.
ექსპერტების შეფასებით, მსგავსი რეგულაციები დასავლეთთან ურთიერთობებზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ე.წ. რეპრესიული კანონების გაუქმება ერთ-ერთი წინაპირობაა პოლიტიკური კომუნიკაციის აღსადგენად.
ამ კონტექსტში განიხილება გრანტების შესახებ კანონიც, რომლის გადახედვა, ოპოზიციის განცხადებით, აუცილებელი იქნება, თუ ხელისუფლებას ევროპასთან ურთიერთობის რეალური გადატვირთვა სურს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.