“ოცნება“ აშშ-ის ნდობას რამდენიმე შეხვედრით, ან სატელეფონო ზარით ვერ აღიდგენს - ცისკარიშვილი

07.04.26 23:56
“ოცნება“ აშშ-ის ნდობას რამდენიმე შეხვედრით, ან სატელეფონო ზარით ვერ აღიდგენს - ცისკარიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ “ოცნების“ მცდელობა, ამერიკასთან გაფუჭებული ურთიერთობების გამოსამსწორებლად, ფუჭია.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “ოცნების“ მიმართ აშშ-ის მხრიდან ნდობა არ არსებობს და რამდენიმე შეხვედრით და სატელეფონო ზარით ვერც აღადგენენ.

“ოცნება“ ცდილობს ამერიკასთან თავისი ხელით გაფუჭებული გამოსაწოროს, მაგრამ ამასაც ვერ შეძელებენ, რადგან აშშ-თან ღირებულებითი თანხვედრა არ აქვთ.  “ოცნების“ მიმართ ნდობა მათი მხრიდან არ არსებობს და ვერც აღადგენენ, რამდენიმე შეხვედრით, ან სატელეფონო ზარით. 

...“ოცნება“ თავს ვერანაირად ვერ დააღწევს იზოლაციას, ჩვენმა ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, იმასთან დაკაშვირებით, რომ ამ ქვეყანაში იყოს ახალი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც, ევროინტეგრაციის პროცესიც დაიძრება, რა თქმა უნდა, აშშ-სთანაც ამ შემთხვევაში იქნება ახალი ფურცლიდან დაწყება შესაძლებელი, - თქვა მან.