ოცნება "კუკუშკის" აღდგენას გეგმავს
ბორჯომი-ბაკურიანის ე.წ. კუკუშკას რეაბილიტაცია ჩაუტარდება - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი ე.წ. კუკუშკა მოქალაქეებს მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება
„მივიღე გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის [საქართველოს რკინიგზის განვითარების 2026 -2028 წლების სამოქმედო გეგმა] ნაწილი, ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. კუკუშკის რეაბილიტაციის თაობაზე. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას და განხორციელდება 5 შესაბამისი სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და გეგმის მიხედვით, მატარებელი მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს. ტურისტული თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს რკინიგზის ამ ხაზის აღდგენას“,- განაცხადა კობახიძემ.
“კუკუშკამ" მუშაობა 2020 წელს პანდემიის პერიოდში შეაჩერა და მას შემდეგ აღარ ამოქმედებულა.