"ოცნება" ინვესტიციების სააგენტოს 9 წლის შემდეგ აბრუნებს

08.04.26 12:21
"ოცნება" ინვესტიციების სააგენტოს 9 წლის შემდეგ აბრუნებს

"ოცნება" ინვესტიციების სააგენტოს 9 წლის შემდეგ აბრუნებს -  როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა,  ინვესტიციების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება.

ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო, რომელიც აქტიურად იმუშავებს ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საქართველოში“, - განაცხადა კობახიძემ. 

  • ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში ასეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არსებობდა და ის „ქართული ოცნების“ მთავრობამ 2017 წლის ივნისში გააუქმა. სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ დადგენილებას ხელი მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა ხელი.