საპროცესო შეთანხმებაზე პასუხს ველოდებით - ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი

08.04.26 13:23
საპროცესო შეთანხმებაზე პასუხს ველოდებით - ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოლოდინშია.  ამის შესახებ მედიასთან მისმა ადვოკატმა, ხათუნა ხურცილავამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ისაუბრა.

არსებული ინფორმაციით, ბურჭულაძე მზადაა, ჯარის ძარცვის საქმეზე  ბრალი აღიაროს და ბიუჯეტის სასარგებლოდ 7 მილიონი ლარი შეიტანოს თუ გამოუშვებენ. ცნობილია, რომ განცხადება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით უკვე პროკურატურაში დევს. 

ადვოკატი ამ საკითხზე საუბრისას აღნიშნავს, რომ დაატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს, ხოლო საკუთარ პოზიციას ყოფილი თავდაცვის მინისტრი მის საბოლოო სიტყვაში დააფიქსირებს. 

ველოდებით საპროცესო შეთახმებაზე პასუხს, მაგრამ პარალელურად, პროკურორი იტყვის დღეს დასვნით სიტყვას. მნიშნელოვანი რაც არის, პირობით სასჯელზე ზიანის ანაზღაურებით. დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. როცა ბოლოო სიტყვის დრო მოვა, თვითონ ბატონი ჯუანშერი დააფიქსირებს მის პოზიციას საბოლოო სიტყვაში, - ამბობს ადვოკატი. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძი  დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

სასამართლო მსჯელობს ასევე ბურჭულაძის მოადგილის, გიორგი ხაინდრავას,  სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის საქმეზე. 

პროცესს ვლადიმერ ღუდუშაურის გარდა, ყველა ბრალდებული ესწრება.

შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

  • ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.