ნიკა ჩერქეზიშვილი: თბილისის ბიუჯეტი 2 მილიარდ 500 მილიონ ლარია - თანხიდან ავარიული შენობების გამაგრებისთვის 1% არ არის გამოყოფილი

08.04.26 13:36
ნიკა ჩერქეზიშვილი: თბილისის ბიუჯეტი 2 მილიარდ 500 მილიონ ლარია - თანხიდან ავარიული შენობების გამაგრებისთვის 1% არ არის გამოყოფილი

"ძლიერი საქართველოს" წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი აბაშიძის ქუჩაზე იმ ადგილას მივიდა, სადაც რამდენიმე საათის წინ საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა.

როგორც ჩერექეზიშვილი ამბობს, აღნიშნულ ქუჩაზე თითქმის ყველა შენობა ავარიულია. თბილისის მერიის 2026 წლის ბიუჯეტიდან, კი რომელიც 2 მილიარდ 500 მილიონ ლარს შეადგენს ავარიული შენობების გამაგრებისთვის 1%-იც არ არის გამოყოფილი. 

ვხედავთ და ვუყურებთ, რომ აშკარად ავარიული და მიმდებარე ტერიტორიაზეც არაერთი ავარიული შენობაა. 2026 წლის თბილისის ბიუჯეტი არის 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი და ამხელა თანხიდან მხოლოდ ერთი პროცენტით არ არის გამოყოფილი ავარიული შენობების გამაგრებისთვის და ეს უკვე ცხადად აჩვენებს თბილიდის მერიის პრიორიტეტებს, რომ მათთვსი არ არის პრიორიტეტული შენობების გამაგრება. ამ შემთხვევაში მადლობა ღმერთს რომ გადარჩა და არავინ არ დაზიანდა, თუმცა ჩენ გვქონდა შემთხვევები, სადგურის მოედნის შემთვევა გვახსენდება, როცა აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები დაზიანდნენ. უპირველეს ყოვლისა, რაც არის გასაკეთებელი და ჩვენ ეს საკრებულოს პირველივე სხდომაზე გავაჟღერეთ, სასწრაფოდ არის გასაზრდელი თანხა ავარიული შენობების გამაგრებისთვის", - ამბობს ნიკა ჩერქეზიშვილი.  

მთაწმინდის რაიონის გამგეობა თბილისში, ვასო აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გამგეობაში აცხადებენ, რომ წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გამოწვეულია კერძო მესაკუთრის მხრიდან სარემონტო სამუშაოების არასწორი შესრულებით, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის მზიდი კედელი.

მათივე მტკიცებით,  ვასო აბაშიძის ქუჩაზე ჩამონგრეული სახლი არ იყო შეფასებული როგორც ავარიული, შესაბამისად, გამგეობაში მოსახლეობის მხრიდან მომართვა არ ფიქსირდება.