მეორე წელი 9 აპრილის მემორიალთან -სინდისის პატიმრების მშობლები დღესაც რუსთაველზე გაათენებენ
37 წლის წინ, 9 აპრილს, საბა სხვიტარიძის დედა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად რუსთაველის გამზირზე იდგა, ახლა კი ქუჩაში ამ მოპოვებული დამოუკიდებლობის დასაცავად დგას. თავისუფლებისთვის ბრძოლის სურვილმა სინდისის პატიმრების მშობლები გააერთიანა.
რუსთაველის გამზირზე მემორიალთან იდგება მამუკა და გიორგი ტერიშვილის დედა. მარინა ტერიშვილი, რომლის ერთი შვილიც 1992 წლის 2 თებერვალს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწიარა, მეორე შვილი კი თითქმის 2 წელია, ევროპული მომავლის დაცვის გამო, ციხეშია გამოკეტილი.
თავისუფლებისთვის მებრძოლების მშობლები ფიქრობენ, რომ ივანიშვილის გუნდი 9 აპრილის იდეას უღალატა. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები დედები და მამები შვილების ფოტოებით ხელში 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან მთელ ღამეს გაათევენ და ცხრა აპრილსაც მემორიალთან შეხვდებიან.
მშობლებთან ერთად ღამე 1 წლის წინ იმ ხალხმა გაათენა, ვინც პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა. მათი ნაწილი ახლა პატიმრობაშია. 1 წლის წინ პირველი შემთხვევა იყო, როცა ივანიშვილის გუნდის წევრები მემორიალთან ვერ მივიდნენ, რა იქნება ხვალ?