ძველი გუნდი კობახიძის წინააღმდეგ - რა ხდება "ოცნებაში"

08.04.26 20:02
ძველი გუნდი კობახიძის წინააღმდეგ - რა ხდება "ოცნებაში"

დიმიტრი ხუნდაძე ირაკლი კობახიძეს საკადრო პოლიტიკას უწუნებს და ამბობს, რომ პრობლემა მოუგვარებელი რჩება. "ხალხის ძალა" ძველი მეოცნებეების სათანადო დაფასებას ითხოვს. "ოცნების" ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ კობახიძემ ერთგული ხალხი არ შეინარჩუნა და პარტიაში წინა პლანზე მოწინააღმდეგეთა ბანაკიდან გადმობირებულები დააყენა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხუნდაძე კობახიძესთან ღია დაპირისპირებაში შედის. მან "ოცნების" ლიდერს პირველად სამთავრობო არხიდან შეუთვალა, რომ ცვლილებები დაეწყო. თუმცა მისი განცხადებების გულწრფელობის პოლიტიკურ წრეებში ნაკლებად სჯერათ. პრაქტიკა აჩვენებს, რომ პოლიტიკურ პროცესში ხმაურიანი გადაწყვეტილებები ჯერ ხალხის ძალის დეპუტატების მეშვეობით ჟღერდება, მერე კი მას ოცნებაც იტაცებს. რა ხდება ამჯერად

ხუნდაძეს არ დაუსახელებია ერთი ადამიანიც კი, ვისი დაჩაგვრაც ასე აწუხებს - არსებობს მოსაზრება, რომ საქმე არც რომელიმე დაჩაგრულშია და არც ზოგად საკადრო პოლიტიკაში. ისინი, ვისაც ოცნებასთან უთანამშრომლია, ვარაუდობენ, რომ ამ გზავნილით კობახიძისადმი უკმაყოფილების ზრდაა დაგეგმილი. ამ გზავნილით ოცნების ლიდერი უნდა მიხვდეს, რომ მისი წასვლის დრო მოდის.

ძველი გუნდი კობახიძის წინააღმდეგ - რუსუდან დუმბაძე დეტალებით?