რუსთაველის გამზირზე ხმაური იყო

09.04.26 10:29
რუსთაველის გამზირზე ხმაური იყო

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე, სადაც 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები დაღუპულთათვის პატივის მისაგებად მიდიან. 

ერთ-ერთი მოქალაქე 9 აპრილის მემორიალთან სამოქალაქო აქტივისტებისა და აქციის მონაწილეების ყოგნამ გააღიზიანა. 

პარალელურად ისმოდა შეძახილები: „ძირს ბიძინას რუსული რეჟიმი!“.

" მონებო, მონებო“,- მიმართა ადგილზე მისულმა მოქალაქემ აქტივისტებს.

როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება,  9 აპრილის მემორიალთან ცოტა ხნის წინ მიიტანეს საქართველოს პარლამენტის სახელით ყვავილების გვირგვინი. იქ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა კი გვირგვინზე დამაგრებული ლენტი, რომელსაც ეწერა „საქართველოს პარლამენტიდან“, მოხსნეს.

9 აპრილის მემორიალთანიმყოფებიან სინდისის პატიმრების დედები და სამოქალაქო აქტივისტები.