კობახიძემ მდინარაძეს კიდევ ერთი წოდება მიანიჭა

09.04.26 10:48
კობახიძემ მდინარაძეს კიდევ ერთი წოდება მიანიჭა

ირაკლი კობახიემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს კიდევ ერთი წოდება მიანიჭა - მამუკა მდინარაძე "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ამჯერად სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი გახდა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკს, მამუკა მდინარაძეს, ვადამდე მიენიჭოს მორიგი უფროსი სპეციალური წოდება "სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი", - წერია 8 აპრილით დათარიღებულ ბრძანებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

ბოლო რამდენიმე თვეა, კობახიძე მამუკა მდინარაძეს სპეციალურ წოდებას ანიჭებს.

  • 2025 წლის 3 სექტემბერს მდინარაძეს მიენიჭა სუს-ის ლეიტენანტის წოდება.
  • 2025 წლის 23 ოქტომბერს მიენიჭა სუს-ის უფროსი ლეიტენანტის წოდება.
  • 2025 წლის 25 დეკემბერს კი სუს-ის კაპიტნის წოდება.
  • ზუსტად ერთ დღეში - 2025 წლის 26 დეკემბერს მდინარაძემ სუს-ის მაიორის წოდება მიიღო.
  • 2026 წლის 10 აპრილს კობახიძემ მდინარაძეს სუს-ის ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა.