გლდანის გამგეობამ 43 ათას ლარად კიბეები მოაწყო

27.03.21 16:47
გლდანის გამგეობამ  43 ათას ლარად კიბეები მოაწყო

გლდანის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მათ შორის, საერთო სარგებლობის კიბეების მოწყობა მუხიანის მესამე მიკრორაიონის N17 კორპუსის I, II და III სადარბაზოებთან, ასევე, გლდანის მეექვსე მიკრორაიონის N3 კორპუსის მიმდებარედ დასრულდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

პროექტისთვის, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა, გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 43 590 ლარი დაიხარჯა. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მოადგილესთან ერთად გაეცნო,– ნათქვამია პრესრელიზში.
 

მსგავსი სიახლეები