ირაკლი ბათიაშვილი სინდისის პატიმრებზე: "აუცილებელია, ხელისუფლებამ გამოუშვას ეს ახალგაზრდები"

09.04.26 12:14
ირაკლი ბათიაშვილი სინდისის პატიმრებზე: "აუცილებელია, ხელისუფლებამ გამოუშვას ეს ახალგაზრდები"

 

 

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მისული პოლიტიკოსი, ირაკლი ბათიაშვილი სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს შეხვდა

პოლიტიკოსმა მშობლებთან აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ პრო-ევროპული აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ახალგაზრდები გამოუშვას და რომ ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება. 

მე ყველგან ვთქვი, რომ აუცილებელია ახლა ხელისუფლებამ გამოუშვას ეს ახალგაზრდა პატიმრები. რა თქმა უნდა, ეს იქნება აუცილებელი და ძალიან კარგი ნაბიჯი," - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა. 

როგორც სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედა ამბობს, სწორედ მან ჰკითხა ირაკლი ბათიაშვილს, რომელიც 9 აპრილის მონაწილეა, რატომ არ ჰქონდა რეაქცია იმ მოვლენებზე, რაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოხდა საქართველოში. 

"ვუთხარი, რატომ არ დაგმეთ მეორე 9 აპრილი, რომელიც ქართველი პოლიციელების ხელით იყო მოწყობილი-თქო! მითხრა, სადაც მივდივარ ყველაგან ვამბობ, რომ უნდა გათავისუფლდნენო, ფოტოებისკენ მიმითითა, სადაც სინდიდის პატიმრები იყვნენ" - ამბობს მარიზი კობახიძე. 

მე რისთვისაც მინდოდა ბათიაშვილთან დალაპარაკება, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ვუთხარი, თქვენ იყავით 9 აპრილის მონაწილე-მეთქი, იცით  რა მოხდა 9 აპრილს და იცით რა მოხდა ნოემბერ-დეკემბერშითქო. ვიციო მითხრა, თან თორნიკეს ფოტო მეჭირა ხელში. გოშაძის დედა ხართო მკითხა - რატო ერთხელ არ გამოსულხართ-მეთქი და არ დაგმეთ მეორე 9 აპრილი საქართველოში ქართველი პოლიციელების ხელით გაკეთებული-თქო. ცოტა უხერხულად, ეტყობა არ ელოდა ამ კითხვას, მაგრამ მიპასუხა - მე აღარ ვარ პოლიტიკაში, ძალიან იშვითად ვრჩები ტელევიზიაში, მაგრამ თუ ნახავთ ჩემს გამოსვლებს, როცა ვყოფილვარ ტელევიზიაში, ყოველთვის მითქვამს, რომ ესენი უნდა იყვნენ გათავისუფლებულები ციხიდანო. არიან ადამიანები, რომლებიც დღეს არიან ქოცების მხარდამჭერები, მაგრამ არ მოსწონთ დღეს რაც ხდება ქვეყანაში", - ამბობს მარიზი კობახიძე.