"ოცნებამ" ღირსებით მოსვლა მემორიალთანაც ვერ მოახერხა - ანა დოლიძე

09.04.26 13:41
"ოცნებამ" ღირსებით მოსვლა მემორიალთანაც  ვერ მოახერხა - ანა დოლიძე

"ოცნებამ" ღირსებით მოსვლა მემორიალთანაც ვერ მოახერხა - ამის შესახებ ანა დოლიძემ "პირველებთან" განაცხადა. 

“ხალხის პარტიის“ ლიდერი, რომელიც სინდისის პატიმრების მშობლებთან და მოქალაქეებთან ერთად რუსთაველის გამზირზე იმყოფება, ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდა 9 აპრლისაც კი პროვოკაციას და ძალადობას მიმართა.  

დღეს რაც გააკეთა "ქართულმა ოცნებამ", ეს იყო პროვოკაცია, ძალადობა - ღირსებით მოსვლა აქაც ვერ მოახერხა.  ამ ერთ დღეს ვერ მოახერხა თუნდაც შეენიღბა საკუთარი ნამდვილი ბუნება და სიმართლით ნამდვილად აღენიშნა ის წვლილი, რა წვლილიც 9 აპრილის გმირებმა შეიტანეს საქართველოს დამოუკიდებლობაში", - განაცხადა ანა დოლიძემ. 

"მონებო", "რუსებო", "სირცხვილი"- "ქართული ოცნების" წევრების რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მისვლას პროტესტი მოჰყვა.

ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მიხეილ ყაველაშვილისა და სხვა "ოცნების" წევრების მემორიალთან მისვლამდე პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით განარიდა ტერიტორიას და ადგილზე საპატიო ყარაული ჩააყენა. 

მსგავსი სიახლეები