დღეს ჩვენი ვალია, 9 აპრილის მსხვერპლი არ დარჩეს მხოლოდ მეხსიერებად. ის უნდა იქცეს მოქმედებად - მამუკა ხაზარაძე

09.04.26 15:00
დღეს ჩვენი ვალია, 9 აპრილის მსხვერპლი არ დარჩეს მხოლოდ მეხსიერებად. ის უნდა იქცეს მოქმედებად - მამუკა ხაზარაძე

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე 9 აპრილის ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ 37 წლის წინ ქართველი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლი არ უნდა დარჩეს მხოლოდ მეხსიერებად

ის უნდა იქცეს მოქმედებად - სახელმწიფოს გაძლიერებად, თავისუფლების დაცვად და მომავლის პასუხისმგებლიან შენებად - წერს მამუკა ხაზარაძე. 

37 წლის წინ, 21 გმირი შეეწირა იდეას თავისუფალი, ღირსეული და დამოუკიდებელი საქართველოსთვის. ეს იყო თავგანწირვა, რომელიც ვერასოდეს გადაიწერება ვერც დროში და ვერც პოლიტიკურ კონიუნქტურაში.

დღეს ჩვენი ვალია, ეს მსხვერპლი არ დარჩეს მხოლოდ მეხსიერებად. ის უნდა იქცეს მოქმედებად - სახელმწიფოს გაძლიერებად, თავისუფლების დაცვად და მომავლის პასუხისმგებლიან შენებად.

გვახსოვდეს, როგორ მოვედით დღემდე და ვიცოდეთ, საით უნდა წავიდეთ!“,-წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.