პოლიტიკური რეპრესიები - აქციაზე დაკავებულები ამ დრომდე იზოლატორებში რჩებიან
გუშინდელი აქციის მონაწილეები კვლავ იზოლატორებში იმყოფებიან. პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი 46 ადამიანი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკავეს. შსს ამტკიცებს, რომ აქტივისტები სახელმწიფო უწყების შენობების პიკეტირებას ახდენდნენ, თუმცა კადრებით ეს არ დასტურდება. დაკავებულებს შორის არიან ენმ-ს წევრები ბაჩო დოლიძე, ზვიად კუპრავა, კობა ხაბაზი, გოგა ონიანი და კობა ხაბაზი.
საპროტესტო აქციებზე დაკავებული პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ბრალის წარდგენის მოლოდინში არიან. დაკავებულებიდან რამდენიმეს სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა. არსებული ინფორმაციით ზვიად კუპრავაზე პოლიციამ ძალა გამოიყენა.
ეთიკის კოდექსიც დარღვეულია და პოლიციის შესახებ კანონიც, პოლიცია რომელიც ფიცს დებს სახელმწიფოს და ხალხის წინაშე, თუ რა ქმედებები უნდ აგანახორციელოს, აბსოლუტურად იყო იგნორირებული, არ შეიძლება ეს ყველანაირ ჩარჩოს სცდება", - ამბობს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.