ირანი ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ცდილობს გაზარდოს საკუთარი გავლენის ქსელი საქართველოში - გეგელია
კობახიძე ღირებულებითი თვალსაზრისით ბევრად მეტ საერთოს პოულობს აიათოლებთან, ვიდრე რომთან, ბერლინთან და პარიზთან - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია Fox News სტატიას, რომელიც საქართველო-ირანის კავშირებს შეეხება.
გეგელია ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ირანი აქტიურად ცდილობს გაზარდოს საკუთარი გავლენის ქსელი საქართველოში.
ირანი ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ცდილობს გაზარდოს საკუთარი გავლენის ქსელი, რაც არ შემოიფარგლება მხოლოდ ბიზნეს-ქსელებით და არ შემოფარგლება საქართველოს რაღაც ფინანსურ სამრეცხაოდ გამოყენებით, არამედ სამწუხაროდ შემოიფარგლება სხვა მიმართულებითაც, რაც უნდა იყოს ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან საყურადღებო იმის შემდეგაც, რაც ამ რეჟიმმა სულ ცოტა ხნის წინ ათასობით პატრიოტი ადამიანი უმოწყალოდ ამოჟლიტა. ამის შემდეგაც კი ქოცურმა რეჟიმმა გვაკადრა ის, რომ დედაქალაქის თავზე ააფრიალა ირანის დროშა. ცხადია, კობახიძე ღირებულებითი თვალსაზრისით ბევრად მეტ საერთოს პოულობს აიათოლებთან, ვიდრე პოულობს რომთან, ბერლინთან და პარიზთან, იმიტომ, რომ ის არის თემით ტერფამდე ანტიევროპელი, მისი პროექტი არის ანტიევროპული და შესაბამისად ანტიქართული", - აცახდებს გრიგოლ გეგელია.
Fox News საქართველო-ირანის კავშირებზე წერს. ამერიკული გამოცემა ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშზე დაყრდნობით იწუყება, რომ ირანის რეჟიმი სანქციების გვერდის ავლით, სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად საქართველოს იყენებს.
სტატიის თანახმად, თეირანი სამხრეთ კავკასიაში საქართველოს რესპუბლიკასთან კავშირებს აღრმავებს და თავის მხრივ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროკავშირისკენ და ნატოს წევრობის პოტენციურ კანდიდატად მიიჩნეოდა, ნელ-ნელა უახლოვდება თეირანს.
ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს რესპუბლიკის თეირანის რეჟიმისკენ შემობრუნება შესაძლოა პრობლემური იყოს აშშ-ის ინტერესებისთვის რეგიონში