კობახიძისთვის ორბანის მარცხი პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია - გია ხუხაშვილი

11.04.26 19:48
კობახიძისთვის ორბანის მარცხი პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია - გია ხუხაშვილი

ირაკლი კობახიძისთვის ორბანის მარცხი პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია - ამის შესახე გია ხუხაშვილმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, რუსუდან დუმბაძის "დღის ამბებში" განაცხადა, რიტაც უნგრეთში ხვალინდელ არჩევნებს გამოეხმაურა.

ხუხაშვილი ამბობს, რომ ვიქტორ ორბანის მარცხი მთლიანად "ოცნებისთვის" არის წამგებიანი, რადგან სწორედ ორბანია ერთადერთი ევროპული მოკავშირე ივანიშვილის გუნდისთვის. 

ორბანის მარცხი ამ ხელისუფლებისთვის უკვე ფაქტობრივად ნებისმიერი მანევრის მოსპობის ტოლფასი იქნება. უბრალოდ აღარ დარჩებათ არანაირი არგუმენტი, რომ კიდევ ვიღაცას ილუზია შეუქმნან, რომ ისინი სწორი მიმართულებით მიდიანდ ა ამ შემოვლითი გზებით კიდევ სადღაც მოხვდებიან. ასე რომ ეს მთლიანად "ქართული ოცნებისთვის" სასიცოცხლო პრობლემაა. რაც შეეხება კობახიძეს, მისთვის საერთოდ პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია - გეტყვით რატომ? იმ საჯარო დამცირების შემდეგ, რაც მას ქვეყნის ქვეყნის რეალურმა მმართველმა ალიევის ვიზიტის დროს მოუწყო, მისი ბედი ბეწვზე კიდია. ერთადერთი რის გამოც ის შეიძლება დროებით მაინც გამყარდეს, არის ის, რომ რაღაც ტიპის ურთიერთობა ააწყო ორბანთან", - აცხადებს გია ხუხაშვილი. 

უნგრეთი ისტორიული არჩევნებისთვის ემზადება - ხვალ ადგილობრივი მოსახლეობა არჩევანს ძირითადად ორ ლიდერს შორის აკეთებს - ესენი არიან პუტინის მოკავშირეობაში მხილებულ ორბანი და ოპოზიციის ლიდერი, პიტერ მაგიარი. 

არჩევნების შედეგებს ყურადღებით დააკვირდებიან არა მხოლოდ მოსკოვსა და კიევში, არამედ ბრიუსელშიც, რომლისთვისაც ორბანის პოზიცია გასული წლების განმავლობაში ევროკავშირის ერთიანობის მთავარი პრობლემა გახდა. არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვისაც, მით უფრო, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მიმდინარე არჩევნებში მკაფიოდ დაუჭირა მხარი ორბანს.

მსგავსი სიახლეები