ბოლო 2 თვეში უკვე მეორედ - ევროკავშირის ლიდერები საქართველოს შესახებ იმსჯელებენ
21 აპრილი, დილის 09:00 საათი, ლუქსემბურგი - საქართველოში არსებული პოლიტკური კრიზისის შესახებ სამშაბათს ევროკავშირში იმსჯელებენ. 27 ქვეყნის პირველმა დიპლომატმა საკითხი დღს წესრიგში უკვე ჩასვა.
ახლა მთავარი კითხვაა, რა ნაბიჯებს გადადგამს ევროკავშირი ქართული ოცნების წინააღდეგ? თბილისში ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდს არაერთი მოწოდების მიუხედვად, არც ერთ სინდისის და პოლიტკური პატიმარი ციხიდან არ გამოუშვია და რეპრესიული კანონები ისევ ძალაშია, ამიტომაც ოპოზიცია ლუქსემბურგიდან მკაცრ ტონს ელოდება.
ევროპული გაერთიანება საქართველოს შესახებ ბოლო ორ თვეში უკვე მეორედ მსჯელობს. პირველი მოსმენა 16 მარტს გაიმართა. რა გზავნილია ეს? - ოპოზიცია ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მცდელობის მიუხედავად ევროკავშირი ქართველ ხალხს ვისაც ევროინტეგრაცია უნდა, მარტო არ ტოვებს და პირდაპირი ნიშანია საგანგებო მოსმენების მთელი სერია.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.