დაკავება სტიკერების გაკვრის გამო - 6 აქტივისტზე სასამართლო იმსჯელებს

27.03.21 17:14
დაკავება სტიკერების გაკვრის გამო - 6 აქტივისტზე  სასამართლო იმსჯელებს

სტიკერების გაკვრის გამო დაკავებულ 6 პირზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სამართლადამცველებმა "ოცნების" ოფისთან 6 პირი დააკავეს. ისინი ადგილზე სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა, რასაც ხმაური და დაკავებები მოჰყვა  დაკავებიდან მალევე ჩაინიშნა პროცესი.

დაკავებულების ადვოკატი, პროცესის გადადებას მოითხოვს და აქტივისტების დაკავებას პოლიტიკურ მიზეზებს უკავშირებს. 

ადმინისტრაციული წარმოებით არიან დაკავებული, ჩემი ინფორმაციით ეს ყველაფერი ხდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, სტიკერის გაკვრა ბოძზე თუ სხვა ფასადზე დაცულია კანონით - ამბობს ადვოკატი. 

პოლიციამ მოძრაობა "საქართველოსთვის წევრები" ქართული ოცნების" ოფისთან დააკავა. გამოძიება ექვსივე დაკავებულს, 176-ე მუხლს ედავება , რომელიც ითვალისწინებს ფულად ჯარიმას ან 15 დღით თავისუფლების აღკვეთას.  

მსგავსი სიახლეები