"ოცნების" წარმომადგენლები ბუდაპეშტში იმყოფებიან და საარჩევნო პროცესს აკვირდებიან (ფოტო)
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ბუდაპეშტში იმყოფებიან. ფაქტის ამსახველ ფოტომასალას სოციალურ ქსელში თავად ავრცელებენ.
ირკვევა, რომ ივანიშვილის გუნდის წევრები სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე მიდიან და საარჩევნო პროცესს აკვირდებიან.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთში დღეს საპარლამენტო არჩევნებია, რომელშიც მონაწილეობას მილიონობით ამომრჩეველი იღებს, ხოლო საარჩევნო უბნები დილის 6 საათიდან გაიხსნა და საღამოს 19:00 საათამდე იმუშავებს.
ექსპერტების შეფასებით, დღევანდელი კენჭისყრა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ქვეყნის პოლიტიკური კურსის განსაზღვრაში.