ზურაბიშვილი: დიქტატორები მიდიან
დიქტატორები მიდიან, - ასე ეხმიანება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი უნგრეთში განვითარებულ მოვლენებს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველა დიქტატორი სხვადასხვაგვარა მიდის, თუმცა ეს გარდაუვლად ასე ხდება.
გილოცავთ!, - წერს ზურაბიშვილი.
დიქტატორები მიდიან ერთი მეორეს მიყოლებით! ვინ მშვიდობიანად ( მაინც ზრდილი ევროპელები) ვინ მახვილით და ომით! მაგრამ მიდიან! უსასრულო არაფერია ამ ქვეყნად!
აღდგომის ნიშანიც ეს არის : სიკვდილის და უსამართლობის შემდეგ სიცოცხლე და ნათელი დღე !
გილოცავთ!!!
უნგრეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პეტერ მადიარას ოპოზიციური პარტია „ტისა“ დამაჯერებლად ლიდერობს და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას უახლოვდება.
ვიქტორ ორბანმა უკვე მიულოცა პეტერ მადიარას გამარჯვება და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგები ნათელია, თუმცა „მტკივნეულია“. მისი თქმით, „ფიდესი“ ქვეყნის სამსახურს ოპოზიციიდანაც გააგრძელებს.