კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს კი მეგობრობისთვის მადლობას უხდის

13.04.26 10:10
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს კი მეგობრობისთვის მადლობას უხდის

ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამასთან, "ოცნების" პრემიერი მადლობას უხდის ვიქტორ ორბანს "საქართველოს ეროვული ინტერესების მტკიცე მხარადჭერისთვის". 

ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას.

მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის გამორჩეული, მტკიცე მხარდაჭერისთვის.

საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი კობახიძე.

უნგრეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პეტერ მადიარას ოპოზიციური პარტია „ტისა“ დამაჯერებლად ლიდერობს და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას უახლოვდება.

ვიქტორ ორბანმა უკვე მიულოცა პეტერ მადიარას გამარჯვება და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგები ნათელია, თუმცა „მტკივნეულია“. მისი თქმით, „ფიდესი“ ქვეყნის სამსახურს ოპოზიციიდანაც გააგრძელებს.