წყალწაღებულმა ქოცებმა ხავსზე მოჭიდება სცადეს - რომან გოცირიძე

13.04.26 13:26
წყალწაღებულმა ქოცებმა ხავსზე მოჭიდება სცადეს - რომან გოცირიძე

წყალწაღებულმა ქოცებმა ხავსზე მოჭიდება სცადეს-ორბანი არ დამარცხებულა, ხელისუფლება გადააბარა მისი პარტიის ერთ-ერთ ყოფილ ლიდერსო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე წერს. მისი თქმით, აღნიშნული ნარატივი ხელისუფლების მხარდამჭერებში სპონტანურად ყალიბდება და მიზნად რეალური შედეგების დამალვას ისახავს.

გოცირიძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი გზავნილი ოფიციალურად ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა მისივე შეფასებით, მმართველი გუნდის მხარდამჭერები ცდილობენ თავად შექმნან შესაბამისი ინტერპრეტაცია, რომელიც მოგვიანებით მედიის მეშვეობით გავრცელდება.

წყალწაღებულმა ქოცებმა ხავსზე მოჭიდება სცადეს-ორბანი არ დამარცხებულა, ხელისუფლება გადააბარა მისი პარტიის ერთ-ერთ ყოფილ ლიდერსო.
ჯერ პარტიულ დონეზე არ ჩამოუშვიათ ზემოდან ეს მესიჯი, მაგრამ მოჭკვიანო ქოცები თავად ქმნიან, რომ ზემოთ ავიდეს ეს იდეა და მერე ქვემოთ გაავრცელონ. ფაქტია, ჯერ არ მიუღია მსგავსი დავალება ქოცმედიას, რუსთავზე და იმედზე ჯერაც ორბანი იმარჯვებს. ერთი რაჭველივითაა მათი საქმე, გერმანიაში რომ იბრძოდა. ომის შემდეგ ტურისტად მოხვდა ბერლინში და ხიდი ააფეთქა. რატომ ჰქენიო რომ ჰკითხეს, უპასუხა, ასეთი სამხედრო დავალება მქონდაო:))
ორბანი აფეთქდა, ხიდები არა. ევროს ბანკნოტებზე მხოლოდ ხიდებია გამოსახული, იდეალური მიგნება ევროკავშირის სულის გამოსახატავად - ხიდი, როგორც კავშირი. უნგრულად ხიდს “ხიდი” ჰქვია. ესეც სიმბოლური დამთხვევაა, - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

უნგრეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პეტერ მადიარას ოპოზიციური პარტია „ტისა“ დამაჯერებლად ლიდერობს და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას უახლოვდება.

ვიქტორ ორბანმა უკვე მიულოცა პეტერ მადიარას გამარჯვება და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგები ნათელია, თუმცა „მტკივნეულია“. მისი თქმით, „ფიდესი“ ქვეყნის სამსახურს ოპოზიციიდანაც გააგრძელებს.