ორბანის მარცხი ხალხს აჩვენებს, რომ რეჟიმები ადრე თუ გვიან მარცხდებიან - უნგრელი ჟურნალისტი

13.04.26 15:53
ორბანის მარცხი ხალხს აჩვენებს, რომ რეჟიმები ადრე თუ გვიან მარცხდებიან - უნგრელი ჟურნალისტი

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ლასლო რობერტ მეზესი, მიიჩნევს, რომ მიუხედავად მიზანმიმართული მცდელობისა არჩევნების არევის, ოპოზიციამ დიდი სხვაობით გამარჯვება შეძლო და ეს ყველაფერი მათი მხრიდან სწორი ქმედებების შედეგია.

მისივე განმარტებით, ოპოზიციამ აჩვენა სწორი ტქატიკა, მათ შორის პირისპირ კომუნიკაციისა, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, რამაც სერიოზული შედეგი გამოიღო.

მან თქვა, ორბანის ყველა მანიპულაციის მცდელობა უშედეგო  აღმოჩნდა და ოპოზიციამ თავისი ისტორიული სიტყვა თქვა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ შედეგის მოლოდინი მქონდა, ეს მოცემულობა ყველასთვის და მათ შორის, ჩემთვისაც, ძალიან დიდი სიურპრიზი იყო. ამ მასშტაბის გამარჯვება მართლაც შთამბეჭდავია. ეს უდიდესი გარდატეხაა ქვეყნისთვის. გაოცებული ვარ აქტივობითაც. უნგრეთის ისტორიული არჩევნები ყველასთვის სამაგალითოა და იცით რატომ? მან დაამსხვრია აქამდე არსებული სტერეოტიპები მოსახლეობის პოლიტიკაში ჩართვასთან და მათი ხმების მოპოვებასთან დაკავშირებით. პეტერ მადიარმა მიიღო იმ ადამიანების მხარდაჭერაც, რომლებიც მანამდე ვიქტორ ორბანის ამომრჩევლები იყვნენ, მათ შორის რეგიონებში. ოპოზიციამ მოახერხა და საკუთარი ხმა რიგით მოქალაქეებს მიაწვდინა, შედეგად კი გამარჯვება, ორბანის მანიპულაციების ფონზე მოიპოვა,- განაცხადა ლასლო მეზესმა.
 

სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე  აქციას აქტიურ რეჟიმში აშუქებს, დარმწუნებულია, რომ ორბანის დამარცხება “ქართული ოცნებისთვის“ საბედისწეროა“

ორბანის დამარცხება „ქართული ოცნებისთვის“ საბედისწეროა. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ორბანი „ქართული ოცნებისთვის“ არ იყო მხოლოდ გარე ფაქტორი. ჩვენ ვხედავდით, რომ ის ბლოკავდა საკითხებს ევროკავშირში, რომლიც „ქართული ოცნებისათვის“ საზიანო იყო და ამით მას სრულ მხარდაჭერას უცხადებდა. თუმცა, ასევე, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ის „ქართული ოცნებისთვის“ შიდა ლეგიტიმაციის წყაროც იყო. თითქოს ამით [ოცნება] ხალხს აჩვენებდა, რომ ევროკავშირში მოკავშირე და თანამოაზრე ჰყავდა, რომ მარტო არ იყო.
ორბანის მარცხი ხალხს აჩვენებს, რომ რეჟიმები ადრე თუ გვიან მარცხდებიან და გამონაკლისი არავინაა!!, - ამბობს ის.