ახლა ჯერი ქართულ აზრზეა, რამდენად ჩათვლის, რომ ცვლილებების მოხდენა გარდაუვალია - ვიქტორ ყიფიანი

13.04.26 17:36
ახლა ჯერი ქართულ აზრზეა, რამდენად ჩათვლის, რომ ცვლილებების მოხდენა გარდაუვალია - ვიქტორ ყიფიანი

ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი მიიჩნევს, რომ უნგრეთის შემდეგ, ჯერი ახლა ქართულ აზრზეა, რამდენად ჩათვლიან, რომ ის ცვლილებები, რაც ჩვენთან არის მოსახდენი, ბუნებრივი და გარდაუვალი.

ყიფიანის თქმით, ახლა მნიშნელოვანი მეტი მხილება, მეტი ეფექტიანი პროპაგანდა და შეძლებისდაგვარად პოლიტიკურ პარტიულ ველზე არა მარტო ფორმალურად ახალი სახეების გამოჩენა, არამედ ხელწერით, მიდგომით.

ეხლა ჯერი ქართულა აზრზეა, რამდენად ქართული აზრი ჩათვლის, რომ ეს ცვლილებები რაც ჩვენთან არის მოსახდენი არის ბუნებრივი. მე ვფიქრობ, რომ ეს არამარტო ბუნებრივი ცვლილებებია, არამედ გარდუვალი ცვლილებებია. სუსტი სახელმწიფო, დაქსაქსული საზოგადოება, დამონებული სამართალი, ფეხქვეშ გათელილი ბიზნესი.  ამას ყველაფერს ეროვნულობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ამიტომ მეტი მხილება, მეტი ეფექტიანი პროპაგანდა და შეძლებისდაგვარად პოლიტიკურ პარტიულ ველზე არა მარტო ფორმალურად ახალი სახეების გამოჩენა, არამედ ხელწერით, მიდგომით.

ჩვენ უნგრეთმა ესეც გვიჩვენა, რომლებიც ეს ის ხელწერაა, რომელიც გამოირჩევა ძალიან თანმიმდევრული გზავნილებითა და ნარატივებით. ისეთი გზავნილებით, რომლებიც ყველასთვის გაუმჯობესებას ჰპირდება ქართულ ოპოზიციურ სპექტრს და ეს გავაბევროთ ეს ცნება,  ეს არ არის მხოლოდ პარტიული, არამედ საზოგადოებრივი, მედია და ასე შემდეგ. ევალებათ  უფრო პროაქტიურ რეჟიმში ასეთი დღის წესრიგის შექმნა და იქ სადაც პრეაქტიულობაზე არის საუბარი, არ ეგუებოდეს იმას რომ წაუწვეს იმ ნარატივს, რომელსაც ჩვენ ვისმენთ,  უფრო თამამად შევიდეს, უფრო არგუმენტირებულად შევიდეს, არ ეშინოდეს მწვავე რიტორიკის და დებატების, მე ყოველ შემთხვევაში წინა საპარლამენტო არჩევნებიდან გამომდინარე დამრჩა ესეთი განცდა, რომ თითქოსდა კითხვებს პასუხი ეძლეოდა, მაგრამ ეს პასუხები უფრო ცალყბად ყალიბდებოდა და ერთგვარად საკითხების არსში შესვლა არებობდა, - განაცხადა ყიფიანმა.

მსგავსი სიახლეები