რა იცვლება ორბანის დამარცხების შემდეგ საქართველოსთვის?

13.04.26 20:23
რა იცვლება ორბანის დამარცხების შემდეგ საქართველოსთვის?

ყველაფერი პროპაგანდაა, რასაც გაჯერებენ. თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ... - ამ  გზავნილით მიმართავს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეებს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ცვლილებები არჩევნებს მოაქვს და ხალხის დარწმუნება, რომ გაყალბებას ნამდვილი ხმები ვერ დაამარცხებს, ისეთივე პროპაგანდის ნაწილია, როგორც სხვა ყველაფერი. 

ახლა საქართველოს ჯერია, ფიქრობს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის მოძრაობა "ჯერ საქართველო". ორბანის მარცხი ნიშნავს "ქართლი ოცნების" დასრულებას, რადგან ივანიშვილის პარტიამ დაკარგა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე. სწორედ უნგრეთის ლიდერი, ბლოკავდა, სანქციებს "ქართული ოცნების" ლიდერების წინააღმდეგ. ბუდაპეშტი კი იმ იშვიათ გამონაკლისებს შორის იყო, სადაც "ქართული ოცნების" ლიდერებს ჯერ კიდევ ჩაესვლებოდათ.

უნგრეთში ეს გამარჯვება ერთ დღეში არ მოსულა - ოპოზიცია წლები ქალაქიდან ქალაქში და სოფლიდან სოფელში დადიოდა. პიტერ მადიარი პირადად ხვდებოდა ყველა ადამიანს და მათგან ისმენდა ვის რა სურდა და როგორ. იმისთვის, რომ ომის დაშინების პროპაგანდას არ ემუშავა, იბეჭდებოდა გაზეთებიც. იყო ბევრი არგუმენტი და სიმართლე ტყუილის საპირწონედ.

რა სჭირდება საქართველოს  გარდამტეხი ცვლილებებისთვის? - ოპოზიციის ნაწილი  ფიქრობს, რომ საჭიროა გამოკვეთილი ლიდერის არსებობა, ქარიზმატული პოლიტიკოსის, რომელსაც ყველა გაჰყვება და ყველა მიენდობა.

უნგრეთის გაკვეთილი მნიშვნელოვანია, თუმცა საქართველოში რეალობა სულ სხვაა, ფიქრობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი. ეკა გიგაური ამბობს, რომ ორბანისგან განსხვავებით ივანიშვილი აკავებს და ციხეში უშვებს პოლიტიკურ ლიდერებს, ან მათ წინააღმდეგ იწყებს გამოძიებას, რომ მისი პარტიის გარდა სხვას შანსიც კი არ დაუტოვოს. 

დეტალები ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში