საქართველოს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ეწვევა - რა მოლოდინებია თბილისში

13.04.26 20:58
საქართველოს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ეწვევა - რა მოლოდინებია თბილისში

უახლოეს საათებში საქართველოში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ელოდებიან. მაიკლ ო'ფლაერტი საგანგებო მისიით ჩამოდის. ის ადგილზე ნახავს, ერთი წლის წინ გამოქვეყნებული ანგარიშიდან რა შეასრულა "ქართლმა ოცნებამ". ის, ვინც ადამიანის უფლებათა კომისარს უნდა შეხვდეს ამბობს, რომ მდგომარეობა გაუარესებულია. ახლა ხალხს იმის გამოც იჭერენ თუ ქართველი ხალხის დასახმარებლად პროექტს დაწერს და უცხოური ორგანიზაცია დაუფინანსებს.  

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა საქართველოს შესახებ ანგარიში შარშან გამოაქვეყნა. აღწერა პოლიცის მანქანებში ხალხის წამების, თავდასხმის, გატაცების, დამცირების და ცემის ფაქტები. გაიცა რეკომენდაცია, რა უნდა გაეკეთებინა "ქართულ ოცნებას", თუმცა ხალხი, ვინც მოქალაქეებს სასიკვდილოდ იმეტებდა დასჯილიც კი არ არის.  

საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე იურისტები ფიქრობენ, რომ ევროპის საბჭოს კომისარს ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა დახვდება, თბილისში პროტესტის მონაწილეებზე ძალადობა ამ დრომდე გრძელდება, გრძელდება უკანონო დევნა და დაპატიმრებაც.

ანგარიშის მიხედვით, სასამართლო უნდა გათავისუფლებულიყო კლანური მმართველობისგან და ხალხს სამართლიანი, თავისუფალი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება ჰქონოდა, თუმცა იურისტები ფიქრობენ, რომ სასამართლოს და სისტემას ახალა ის პირი მართავს ვის პარტიასაც ევროკომისარმა უმძიმესი ანგარიში მოუმზადა. შესაბამისად არავის აქვს  მოლოდინი, რომ რომელიმე რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში