"გაადვილდება იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც ეხებოდა უკრაინას, სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ" - გიორგი კაჭარავა ორბანის დამარცხებაზე

13.04.26 22:27
"გაადვილდება იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც ეხებოდა უკრაინას, სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ" - გიორგი კაჭარავა ორბანის დამარცხებაზე

"გაადვილდება იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც ეხებოდა უკრაინას, სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ" - ამის შესახებ საერთშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების სპეციალისტმა, გიორგი კაჭარავამ განაცხადა და უნგრეთში ვიქტორ ორბანის დამარცხებაზე ისაუბრა. 

გიორგი კაჭარავამ აღნიშნა, რომ გამარჯვებული პარტიის ლიდერ, პიტერ მადიარო, სავარაუდოდ, უბრალოდ არ დათმობს იმას, რასაც ორბანი ბლოკავდა ევროკავშირში - "შეევაჭრება დახურულ კარს მიღმა ბრიუსელს და თავისას აიღებს, მაგრამ ისე უბრალოდ არაფერს არ დათმობს". 

რა თქმა უნდა, გაადვილდება იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც ადრე ეხებოდა უკრაინას, იგივე სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა რჩებიან ისეთი, ასე ვთქვათ, პერსონაჟები როგორიც არის ფიცო და სხვები, მაგრამ ეგ უკვე ძალიან გაადვილდება. 

მე არ ვფიქრობ სხვათა შორის, რომ მადიარის შემთხვევაში, ის უბრალოდ დათმობს იმას, რასაც ბლოკავდა ბატონი ორბანი. რატომ? იმიტომ, რომ პირველ კენჭისყრაზე, რომელიც ეხებოდა 90 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინისთვის, მისმა შვიდმა კაცმა წინააღმდეგ მისცა ხმა. ეს რაღაცის მაჩვენებელი არის. ის, რა თქმა უნდა, შეევაჭრება დახურულ კარს მიღმა ბრიუსელს და თავისას აიღებს, მაგრამ ისე უბრალოდ არაფერს არ დათმობს. 

იგივე განცხადება რაზე მიანიშნებს, ის ავტომატურად არ დაუჭერს მხარს უკრაინის წევრობას ევროკავშირში," - განაცხადა გიორგი კაჭარავამ.