"ოცნების" დეპუტატი: "როგორი ბოროტი კითხვები გაქვთ"

14.04.26 11:34
"ოცნების" დეპუტატი: "როგორი ბოროტი კითხვები გაქვთ"

 

 

"როგორი ბოროტი კითხვები გაქვთ", - ასე პასუხობს  "ოცნების" დეპუტატი ვიქტორ ორბანის შესახებ დასმულ შეკითხვას. გრეტა წიწავა აცხადებს, რომ "ოცნება" უნგრეთთან მეგობრობას გააგრძელებს და ამკტიცებს, რომ მათი გუნდი საქართველოს საკეთილდღეოდ ყველფერს გააკეთებს. 

როგორი ბოროტი კითხვები გაქვთ. უნგრელი ხალხის გადაწყვეტილებაა, მივესალმებით. ჩვენ გავაგრძელებთ უნგრეთთან მეგობრობას. თქვენ კიდევ გააგრძელეთ... "მისი წყალი გადაგსხმოდეთ, მისი წყალი გადაგსხმოდეთო" და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ქართველი ხალხის და საქართველოს საკეთილდღეოდ არის მიმართული, - ამბობს წიწავა. 

კითხვაზე, არის თუ არა ვიქტორ ორბანი დიქტატორი, გრეტა წიწავა არ პასუხობს. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მთავარმა მოკავშირემ ევროკავშირში ძალაუფლება დაკარგა. ვიქტორ ორბანი არჩევნებზე დამარცხდა. მისი გუნდი ამბობს, რომ ორბანის 16-წლიანმა მმართველობამ ხალხი დაღალა.