ჩვენი ოპოზიცია ორბანის დამარცხებაში ეძებდა სიხარულის მიზეზს - მახაშვილი
ისეთი წყალწაღებული და პოლიტიკურად გაკოტრებულია აღმოჩნდა ჩვენი ადგილობრივი ოპოზიცია, რომ ორბანის წაგებაში ეძებდა სიხარულის მიზეზს, - ამის შესახებ "ოცნების" დეპუტატმა ლევან მახაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა.
მისი მტკიცებით, ოპოზიციამ უნგრეთში მიღებული შედეგი საკუთარ პოლიტიკურ რეალობას დაუკავშირა, თუმცა, მახაშვილის შეფასებით, ეს მოლოდინები არ გამართლდა და „ილუზიები მალევე დაიმსხვრა“.
ისეთი წყალწაღებული და პოლიტიკურად გაკოტრებულია აღმოჩნდა ჩვენი ადგილობრივი ოპოზიცია, რომ სად, სად და ორბანის წაგებაში ეძებდა სიხარულის მიზეზს და რაღაც შვებას. თითქოს ბუდაპეშტში მიღებული ის შედეგი, აქ, თბილისში მათ რაიმე პოლიტიკურ არსებობს სუნთქვას ხელოვნურად შეუნარჩუნებდა, თუმცა პირველივე პრესკონფერენციაზე მომავალი პრემიერის, ყველამ მოისმინეთ, ამ ადამიანმა ეს ილუზიები დაამსხვრია და მათ იმედებს გადაასხა ცივი წყალი, როდესაც განაცხადა, რომ ის გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას, მეგობრობას, ის არ აპირებს და მისი ინტერესი არ არის სხვა ქვეყნის პროცესებშ ჩარევა და რომ ის მზად არის, თუნდაც თბილისში ვიზიტისთვის.
უკვე მერამდენედ ჩენმა ოპოზიციამ ჯერ "ჰოპლა" დაიძახა და მერე გადახტა. უკვე მერამდენედ ისეთი პოზიციები დაიკავეს, რომელიც, სამწუხაროდ, არ ჯდება ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში და უკვე მერამდენედ, თავად გააბეს ქსელი და თავადვე გაიბლანდნენ ამ ქსელში.
უნგრეთთან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ურთიერთსასარგებლო ინტერესებზეა დამყარებული და იმედია, რომ ეს გაგრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებშიც, - თქვა ლევან მახარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მთავარმა მოკავშირემ ევროკავშირში ძალაუფლება დაკარგა. ვიქტორ ორბანი არჩევნებზე დამარცხდა. მისი გუნდი ამბობს, რომ ორბანის 16-წლიანმა მმართველობამ ხალხი დაღალა.