აბა, როგორ უნდა მოექცეს პატიმარს?! - მდინარაძე სააკაშვილის მიმართ ძალადობის კადრებზე
მამუკა მდინარაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებით ტყუილს წერტილი დაესვა. უმრავლესობის წევრი პერსონალური მონაცემების გავრცელების ფაქტს საზოგადოების მაღალი ინტერესით ხსნის.
იმიტომ, რომ ითხოვდით. ტყუილს დაესვა წერტილი. კადრები ბოლომდე არ მინახავს. როგორ ექცევა სისტემა პატიმარს და როგორც ვერ წარმოედგინა იმ პატიმარს. აბა როგორ უნდა მოექცეს პატიმარს?! თუ არ მიყვება, როგორ უნდა შეიყვანო", - ამბობს მამუკა მდინარაძე.
შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეყვანის ვიდეო გაავრცელა. კადრებში კარგად ჩანს, როგორ ხორციელდება ფიზიკური ძალადობა მესამე პრეზიდენტზე.