რატომ არ გამოსცა ყაველაშვილმა სააღდგომოდ შეწყალების აქტი - რას ამბობენ "ოცნებაში"

14.04.26 20:06
რატომ არ გამოსცა ყაველაშვილმა სააღდგომოდ შეწყალების აქტი - რას ამბობენ "ოცნებაში"

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პატიმრების ოჯახის წევრები შეწყალების მოლოდინში ყოველდღიურად ელოდნენ ციხის კარის გახსნას, თუმცა აღდგომის დღესასწაულიც და მიცვალებულთა დღეც ისე დასრულდა, რომ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეწყალების აქტი არ გამოსცა.

რა გახდა სააღდგომო შეწყალების არგამოცემის მიზეზი — ამ კითხვაზე ათონელის სასახლეში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა დისკრეციული უფლება არ გამოიყენა.

„პირველების“ ინფორმაციით, საკითხი შესაძლოა უკავშირდებოდეს ნათლისღების დროს გაცემულ შეწყალებას, რომელმაც სკანდალი გამოიწვია. გავრცელებული ცნობით, მაშინ გათავისუფლებული პირის გამო კითხვები თავად მმართველ გუნდშიც გაჩნდა.

ჯერჯერობით უცნობია, დაწესდა თუ არა დამატებითი კონტროლი შეწყალების აქტზე, თუმცა ფაქტია, რომ წინა პრეზიდენტების პერიოდში სააღდგომოდ შეწყალება ტრადიციულად გამოიცემოდა, რათა პატიმრებს დღესასწაული ოჯახთან ერთად აღენიშნათ.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.