“ოცნების“ პროპაგანდა ერთ მნიშვნელოვან რამეზე დგას - კადრულობენ ყველაფერს - ლუკა ჭოხონელიძე
“ქართული ოცნების“ პროპაგანდა ერთ მნიშვნელოვან რამეზე დგას - კადრულობენ ყველაფერს, -ამის შესახებ სტუნდეტური მოძრაობა „ნაბიჯის“ დამფუძნებელმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, სიმართლე არის პროპაგანდაზე ერთადერთი სწორი იარაღი და სწორი პასუხი.
“ქართული ოცნების „პროპაგანდა ერთ მნიშვნელოვან რამეზე დგას - კადრულობენ ყველაფერს. პირობითად, შალვა რამიშვილი პირობითად, კადრულობს ყველაფერს, ჩვენი პრობლემა, რომ ამ პროპაგანდას კარგად არ ვებრძვით, დგას ერთ რამეზე, არ ვკადრულობთ ხშირ შემთხვევაში სიმართლეს. სიმართლე არის პროპაგანდაზე ერთადერთი სწორი იარაღი და სწორი პასუხი. მე თუ ამ პროპაგანდას წამოვეგე, რაც წლების განმავლობაში აწარმოეს, ბატონ გიორგისთან [საუბარია ენმ-ის წვერ, გიორგი ბოტკოველზე] გვერდით არ უნდა ვიჯდე, რა არის “ოცნების“ პროპაგანდა - როდესაც ესაუბრები პირობითად, პენსიის გაზრდაზე, მაშინ ომი გინდა, თუ ესაუბრები ღირსეულ ხელფასებზე-უსამშობლო ხარ, თუ შენ ესაუბრები უფასო კვებაზე სკოლებში, მაშინ აგენტი ვარ და ეს გერმანიამ მითხრა, ამას ჩემით ვერ მიხვდი. აი, ესაა “ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რომელსაც მგონია, რომ მხოლოდ სიმართლით უნდა დაუპირსპირდეთ - განაცხადა ჭოხონელიძემ.