პროპაგანდა ამუშავებულია დატყვევებული პრეზიდენტის დისკრედიტაციისთვის, მაგრამ საპირისპირო გამოსდით - მელია
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას, შეფასებით, ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებით ხელისუფლება მესამე პრეზიდენტის დისკრედიტაციას ცდილობს, თუმცა არ გამოსდის.
მთელი რეჟიმი ერთი და იგივეს აკეთებს, ძალადობს პროპაგანდით, ფიზიკურად, სულიერად ადამიანებზე. მათ არაფერი, გარდა პროპაგანდისტური ხერხებისა, მეთოდებისა არ აქვთ. ნათელია, რას ეწირება და ვინ კლავს ამ ადამიანს, მთელი პროპაგანდა ამუშავებულია დატყვევებული ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დისკერედიტაციისთვის, მაგრამ საპირისპირო გამოსდით", - თქვა ნიკა მელიამ.