ხმაური პარლამენტში - შარაშიძის სიტყვით გამოსვლას "ოცნების" დეპუტატების პროტესტი მოჰყვა
გახარიას გუნდის წევრის სიტყვით გამოსვლას, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრი ტყუილში დაადანაშაულა, პარლამენტში ხმაური მოჰყვა. გიორგი შარაშიძემ მაკა ბოჭორიშვილს შეახსენა, რომ ევროკავშირში ინტერგრაციის პროცესი არა ბრიუსელმა, არამედ თავად "ქართულმა ოცნებამ" გააჩერა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საგარეო უწყების ხელმძღვანელს ასევე უთხრა, რომ ქართველი ხალხის სიდუხჭირეზეც პასუხისმგებელია, რადგან გაჭირვება სწორედ იზოლაციას მოაქვს.
ევროკავშირს დააბრალეთ, რომ თურმე მან ანუ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც არის არათუ უბრალოდ ტყუილი, არამედ მიზანმიმართული დეზინფორმაცია. თვითონ რა დაწერეს? გავაჩერეთო თუ თქვენი არასწორი ქმედებების გამო გაჩერდაო? თქვენ გააჩერეთ ყველამ ერთად! იმიტომ, რომ უარი თქვით დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე.
თუ თქვენ გგონიათ, რომ თქვენ არ ხართ პასუხისმგებელი იმ ძალიან ბევრ დანაშაულზე, დუხჭირ ცხოვრებაზე ქართველი მოქალაქეების, მათ შორის იმ უსამართლო გარემოზე, რაც გვაქვს, ძალიან სცდებით, იმიტომ, რომ ეს, ერთადერთი შეიძლება, იზოლაციაში მოხდეს და იზოლაციაში თქვენ მოაქციეთ ქვეყანა, - თქვა შარაშიძემ.
შარაშიძის ამ გამოსვლას "ქართული ოცნების" პროტესტი მოჰყვა. დეპუტატებმა მაკა ბოწორიშვილის დაცვას სცადეს და ოპოზიციონერ პოლიტიოსს მოუწოდეს, "ადგილზე დაბრუნებულიყო". საბოლოოდ, შარაშიძესთან მანდატურის სამსახური მივიდა და ტირბუნიდან ჩამოსვლა სთხოვა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საგარაო საქმეთა მინისტრი დღეს სიტყვით გამოვიდა, რომელიც ინტერპელაციის წესით გახარიას გუნდმა დაიბარა. მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არა "ოცნებამ", არამედ ბრიუსელმა გააჩერა.