კომისია ფასების ცვლილებასთან კავშირში არ არის - "ოცნების" დეპუტატი

15.04.26 17:34
კომისია ფასების ცვლილებასთან კავშირში არ არის - "ოცნების" დეპუტატი

ფასების დამდგენი კომისიის წევრი აცხადებს, რომ კომისიის მუშაობა პროდუქტებზე ფასების ცვლილებათან კავირში არ არის. ეს განცხადება ზვიად შალამბერიძემ "პირველებთან" გააკეთა. 

საერთოდ არ აქვს კავშირი საპარლამენტო კომისიას ფასების ცვლილებასთან, სიცრუეს ნუ ავრცელებთ. მხოლოდ და მხოლოდ კომისიის დასრულების შემდეგ შეიძლება ველოდოთ რაღაც ცვლილებებს. ვნახოთ, რა არის მიზეზი, - ამბობს ზვიად შალამბერიძე. 

დღეს ფასების კომისიის წევრებმა არ უპასუხეს კითხვებს, რა შედეგი აქვს მათ მუშაობას. "პირველების" კითხვას, დაესახელებინათ ერთი პროდუქტი მაინც, რასაც ფასი მათი მუშაობის შედეგად დააკლდა, კომისიის წევრები ვერ პასუხობენ.

"ქართული ოცნების" დეპატატები ამბობენ, რომ კომისიის მუშაობა მასკარადი არ არის და ისინი დასკვნას აპრილის ბოლოს დადებენ, თუმცა ეს დასკვნა ფასების კლებას გამოიწვევს თუ არა, ამაზე პასუხი არ აქვთ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით , ფასების დამდგენი კომისიის შექმნისა და მუშაობის მიზანი აპრილის ბოლოს პროდუქტებზე ფასების დაკლება იყო.