ამ დრომდე არ დაუკავებიათ თავდამსხმელთა ჯგუფი, რომელიც სამოქალაქო აქტივისტს სასტიკად გაუსწორდა

15.04.26 20:14
ამ დრომდე არ დაუკავებიათ თავდამსხმელთა ჯგუფი, რომელიც სამოქალაქო აქტივისტს  სასტიკად გაუსწორდა

სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ პრობლემებზე საუბარი ლამის სიცოცხლის ფასი დაუჯდა. ნურადინ ნაბიევის განცხადებით, მას ჯგუფური ანგარიშსწორება ბოლნისში არსებულ პრობლემებზე ჩაწერილი ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ მოუწყვეს. კადრების გავრცელებიდან რამდენიმე საათში, უცნობი პირები მის კაფეში შეიჭრნენ და სცემეს. 

სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი ამტკიცებს, რომ პირები, რომლებიც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, საჯარო მოხელეები არიან. ნურადინ ნაბიევი ამტკიცებს, რომ ამოიცნო პარლამენტის წევრის, ზაურ დარგალის გარემოცვასთან დაკავშირებული პირებიც. 

თავად ზაურ დარგალი პირველების სატელეფონო ზარებს არ პასუხოს, შესაბამისად უცნობია დააორგანიზა თუ არა თუ არა ოცნების წევრმა მოქალაქეზე თავდასხმა. 

ჯგუფურ ანგარიშსწორებაზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. თუმცა, შემთხვევიდან 48 საათის გასვლის მიუხედავად, სამართალდამცველებს თავდამსხმელების იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ მოუხერხებიათ.

ირაკლი ბახტაძე თავდასხმის დეტალებით