პროფესიული მოვალეობის შესრულებიდან 6 თვის თავზე, გამომძიებელ ჟურნალისტს ანგარიში დაუყადაღეს
პროფესიული მოვალეობის შესრულებიდან 6 თვის თავზე, ტვ პირველის ჟურნალისტს ანგარიში დაუყადაღეს. რუსთაველის გამზირზე 15 ოქტომბერსა გგადაღებულ მასალაში ცხადად ჩანს, რომ გამომძიებელი ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე გზის გადაკეტილ ნაწილზე ინტერვიუებს წერს. ამ დღეს მაკა მავთულით შებმული სასახლის ღობის საქმეზე გამოძიებას ამზადებდა 6 თვის თავზე, გამომძიებელ ჟურნალისტს ყველა ანგარიში დაუყადაღეს. ტვ პირველის გამოძიბეელ ჟურნალისტთა ოფისში ფიქრობენ, რომ ეს არის "ქართული ოცნების" შურისძიება იმ ჟურნალისტური გამოძიებების გამო, რომელსაც ეს გუნდი ამზადებს.
მაკა ჩიხლაძეს არც ჯარიმა ჩააბარეს და არც აცნობეს, რომ გზის გადაკეტვას ედავებოდნენ, არადა კადრებში რომელიც ამ დღეს არის გადაღებული ცხადად ჩანს, რომ ის ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. ჩნდება კითხვა თუ მობილურ ტელეფონზე მოქალაქეს მისდის მესიჯი მისი ანგარიშები დაყადაღების შესახებ, იგივე ფორმით რატომ არ ეგზავნება ინფორმაცია ჯარიმაზე. ეს ფაქტები აჩენს, განცდას რომ პოლიცია ამას განზრახ აკეთებს. ჩვენ ამ კითხვით შსს მივმართეთ თუმცა პასუხი არ გაგვცეს.
ამასთან, პროტესტის მონაწილეები "პირველებთან" ამბობენ, რომ აღდგომის წინა დღეებში კი დედა პატიმარი შვილისთვის ციხეში შესაგზავნი ფულის გარეშე დატოვეს. მათივე თქმით, სისტემატიურად აყადაღებენ პროტესტის მონაწილეების საბანკო ანგარიშებს ტროტუარზე დგომისა და გზის გადაკეტვის გამო.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, დააყადაღეს საბა სხვიტარიძის და ზვიად ცეცხლაძის მშობლების ანგარიშები. გადაუხდელი ჯარიმის გამო ანგარიშზე წვდომა აღარ აქვს ლეილა ცომაიასაც.