"იდიოტიზმია ის, რომ წილოსანი, ბერეკაშვილი და სხვები დაიწყებენ იმაზე ლაპარაკს კვერცხი როდის უნდა დადოს ქათამმა" - თაზო დათუნაშვილი

15.04.26 21:08
"იდიოტიზმია ის, რომ წილოსანი, ბერეკაშვილი და სხვები დაიწყებენ იმაზე ლაპარაკს კვერცხი როდის უნდა დადოს ქათამმა" - თაზო დათუნაშვილი

"იდიოტიზმია ის, რომ წილოსანი, ბერეკაშვილი და კიდევ ვიღაც გაურკვეველი ხალხი დასხდებიან, სერიოზული სახეებით და დაიწყებენ იმაზე ლაპარაკს კვერცხი როდის უნდა დადოს ქათამმა" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა და პარლამენტის ფასების კომისიაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კიდევ ერთხელ შევიდეს სადისტრიბუციო კომპანიებში და ბიზნესის წნეხითა და დაშინებით შეეცადოს პროდუქტზე ფასების დაკლებას. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ მდინარაძის უწყების ამ, სავარაუდო, ქმედებას დიდმასშტაბიანი, ან გრძელვადიანი შედეგი შეუძლებელია ჰქონდეს. 

ჩვენი ეკონომიკის მასშტაბის ქვეყანა, ქვეყანა, რომელიც აბსოლუტურად ყველა სასურსათო პროდუქტზე დამოკიდებულია იმპორტზე, ამ ქვეყანაში სასურსათო პროდუქტი არ არის, რომელიც იმპორტით არ შემოდის და მათ შორის ძალიან ბევრი პროდუქტია,რომელიც 100%-ით, ფაქტიურად, იმპორტზეა დამოკიდებული. ასეთ ქვეყანაში, რომელშიც გლობალურ ბაზარზე ხარ დამოკიდებული, გლობალური ბაზრის ცვლილებებზე, მათ შორის იმაზე მეზობელ ქვეყნებში რა მოხდება იმიტომ, რომ ბადრიჯანი, ნიორი, ხახვი შემოგვაქვს ირანიდან, თურქეთიდან, იქ რა მოხდება, რა მოუვა ეკონომიკას, პირდაპირი გავლენა აქვს. 

ამიტომ ვამბობდით დასაწყისშივე, რომ სრული, ბოდიში, იდიოტიზმია ამის გაკეთება, ანუ აბსოლუტურად რეალობას არის აცდენილი ის, რომ წილოსანი, ბერეკაშვილი და კიდევ ვიღაც გაურკვეველი ხალხი დასხდებიან, სერიოზული სახეებით და დაიწყებენ იმაზე ლაპარაკს კვერცხი როდის უნდა დადოს ქათამმა. რომ ეს ფასებს არ უშველის რეალურ, გლობალურ ეკონომიკაში, ამას ვეუბნებოდით პირველივე დღიდან. მათ გონიათ რომ ყველაფერი შეუძლიათ "აჭამონ" ქართულ საზოგადოებას. მაგრამ ხალხი ხომ ხედავს შედეგს. [...]

სხვა რა უნდა მოხდეს გარდა იმისა, რომ მდინარაძის სუს-ი, როგორც დაიწყო მთელი ეს პროცესი, ისევ შევა კომპანიებში სადისტრიბუციოებში და წნეხით, ადამიანების დაშინებით, შეშინებით, უამრავი მეთოდით არა ეკონომიკური და არანორმალური, ამ მეთოდებით შეეცადონ, რომ ბიზნესზე რაღაც წნეხი გააჩინონ და დროებით ეს ეფექტი [მიიღონ (ფასების კლების ეფექტი)], მაგრამ ფაქტიურად შეუძლებელია, რომ რაიმე დიდმასშტაბიანი ან გრძელვადიანი შეკავება მოხდეს ამით," - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.