სუსი ისევ გვისმენს - ,,ტვ პირველის" ექსპერიმენტი

11.11.21 20:38
სუსი ისევ გვისმენს - ,,ტვ პირველის" ექსპერიმენტი

მას შემდეგ, რაც მოძრაობა ,,სირცხვილიამ" დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანონო მოსმენებში ამხილა, ,,ტვ პირველმა" ექსპერიმენტი ჩაატარა. ,,პირველები" ჟურნალისტი სამოქალაქო აქტივისტებს ჩატარებული პერფომანსის შესახებ ინტერვიუსთვის დავუკავშირდა და შეხვედრა ,ქართული ოცნების" ოფისთან შეუთანხმა. რესპოდენტმა შეხვედრაზე რამდენიმე წუთით დააგვიანა, ,,სირცხვილიას" წევრებზე ადრე ,,ქართული ოცნების" ოფისთან პოლიცია მივიდა. 

მახეში გაბმული ლილუაშვილის უწყებისთვის ეს ექსპერიმენტი უდიდესი რეპუტაციული ზიანის მომტანი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე რადგან, მოძრაობა ,,სირცხვილიას" წევრები პირდაპირ ამბობენ, რომ ცრუ პიკეტირების ამ ექსპერიმენტს საერთაშორისო და მათი დონორი ორგანიზაციები აუცილებლად ნახავენ, ლილუაშვილს კი კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასეულობით მილიონი ლარით, თქვენი გადასახადების გადამხდელების ჯიბეებიდან ფინანსდება, ნაცვლად მათი რეალური დანიშნულებისა აღნიშნული თანხები პარტიულ ინტერესებს ხმარდება და ამ ყველაფერს ჩატარებული ექსპერიმენტის გარდა სუსი-დან გამოჟონილი სკანდალური დოკუმენტები ადასტურებს - აცხადებს ნოდარ რუხაძე, ,,სირცხვილიას" აქტივისტი.

 

მსგავსი სიახლეები