სალომე ზურაბიშვილი: მე ვარ ზუსტად იქ, სადაც ვიყავი პირველი დღიდან
"მე ვარ ზუსტად იქ, სადაც ვიყავი პირველი დღიდან"- ასე უპასუხა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა facebook-ის პირდაპირ ეთერში დასმულ კითხვას, რომელიც ზურაბიშვილის პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირებას შეეხებოდა.
ექს-პრეზიდენტის თქმით, ასრულებს როლს, რომელიც ზურაბიშვილის თქმით, ამ პროცესში ეკუთვნის: ესაუბრება საერთაშორისო პარტნიორებს და ცდილობს დასავლეთთან საქართველოს ხმა მიიტანოს.
სალომე ზურაბიშვილი ასევე ფიქრობს, რომ მას შემდეგ რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა, ამის შემდეგ აიწია პროტესტის მუხტი და ამ პროტესტი შედეგი არის ის, რომ დასავლეთისგან "ოცნებამ" აღიარბა ამ დრომდე ვერ მიიღო.
მე ვარ ზუსტად იქ, სადაც ვიყავი პირველი დღიდან, როცა გამოვაცხადე, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული პირველივე დღე და ეს რომ არ ყოფილიყო, ალბათ, არ ვიქნებოდი დღეს სადაც ვართ და არც ბევრი სხვა ქვეყნის პოლიტიკა არ იქნებოდა ჩვენს მიმართ. ვარ ყველგან, სადაც უნდა ვიყო. ვაგრძელებ იმას, რაც არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება - ვესაუბრო ჩვენს პარტნიორებს. მივცე ინტერვიუები, ვიყო ყველა იმ ღონისძიებაზე თუ კონფერტენციაზე, სადაც შემიძლია, საქართველოს საქართველოს სიტყვა მივიტანო.."- თქვა მან კითხვის საპასუხოდ.
სალომე ზურაბიშვილისთვის შეურაცხმყოფელია განცხადებები, რომ თითქოს ის საქართველოში "ვიღაცის დაველებით რჩება":
ვითომც მე ვიღაცისგან ვარ მართული, რომ ვიყო ამ ქვეყანაში, დავრჩე აქ და ვიგრძნო ჩემი პირადი პასუხისმგებლობა. ეს არის რეალურად შეურაცხყოფა ადამიანის - მთელი ჩემი ცხოვრება არის და იყო აწყობილი იმაზე, რომ რაღაცნაირად მომზადებული ვყოფილიყავი იმ დღისთვის, როცა საქართველო დამოუკიდებელი იქნებოდა, შემდეგ კი დამოუკიდებელი საქართველოსთვის გამეწია ის დახმარება რაც მე ჩემი გამოცდილებით შემეძლო.
მე მგონი, მუხტი თუ საერთოდ გაჩნდა, გაჩნდა იმის შემდეგ, რაც მე გამოვაცხადე, რომ არჩევნები ჩატარებული იყო როგორც რუსული სპეცოპერაცია და ამდენად არ ჰქონდა ელეგიტიმურობის არანაირი ნიშანი"- დასძინა ზურაბიშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვიდეო-მიმართვისას აღნიშნავს, რომ "არ ეთანხმებოდა და არ ეთანხმება რაღაც გამოცხადებულ გადატრიალებს, ვითომც ერთ დღეში მომხდარ სასწაულებს. სიზმრების და მითების არ მჯერა, ასე არ ხდება"