კალაძე ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი გარედან იმართება

16.04.26 15:14
კალაძე ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი გარედან იმართება

კახა კალაძე არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ფბ-ლაივში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი გარედან იმართება.

თბილისის მერი დღეს თავს დაესხა, როგორც ზურაბიშვილს, ისე მთელ ოპოზიციას. "ოცნების" ლიდერი ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რაც აქამდე ოპოზიციას და მეხუთე პრეზიდენტს მიუღია ან მომავალში მიიღებს, არ იქნება დამოუკიდებლად მიღებული. 

ის ილუზია, რაც სალომე ზურაბიშვილს აქვს, რომ ვიღაცა გარედან ბრძანებებს გასცემს, ვიღაცა ვიღაცას დაავალებს ან მანიპულაციებს განახორციელებს ქართველ ხალხზე, არ გამოგივათ ეს - ამბობს კალაძე. 

ეხლა მიხვდნენ ხო, რომ არჩევნები მნიშვნელოვანია. ერთი რამ მინდა იცოდეთ, რომ არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველთვის ამ ქვეყანაში ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში და ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ გარედან ვიღაცა რაღაცას დაგეგმავს, ვიღაცებს რაღაცებს დაავალებს და ამით შეიცვლება ხელისუფლება ან ამით იქნება გადაწყვეტილება მიღებული ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით.

ის ილუზია, რაც თქვენ გაქვთ და რაც სალომე ზურაბიშვილს აქვს, რომ ვიღაცა გარედან ბრძანებებს გასცემს, ვიღაცა ვიღაცას დაავალებს ან მანიპულაციებს განახორციელებს ქართველ ხალხზე, არ გამოგივათ ეს. ქართველმა ხალხმა ყველაფერი კარგად იცის - ვინ ვინ არის, ვინ ვის ემსახურება, სალომე ზურაბიშვილი ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშ არის. გინდ ინდივიდულაურად, გინდ რაღაც პოლიტიკური პარტიებით - გინდ ახალი პარტიები შექმნათ, გინდ ახალი სახელები დაირქვათ, არაფერი არ გეშველებათ.  თქვენ გაქვთ ერთი მთავარი სახელი - თქვენ ხართ მოღალატეები. ყველას ვეუბნები ამას, ვინც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ შემჩნეულია მტრულ საქმიანობაში"- აცხადებს კალაძე. 

სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საარჩევნოდდ მოქალაქეეების სრული მობილიზებაა საჭირო. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ სწორედ არჩევნებში მონაწილეობა ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ  გარდამტეხი ცვლილებები დაიწყოს და ამ პროცესში თითოეული მოქალაქის ხმას უდიდესი მნიშვნელობა ექნება.