"პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ ვიქტორ ორბანის თანაგუნდელთან
ვიქტორ ორბანის გუნდი აღიარებს, რომ უნგრელ ხალხს ცვლილება სურდა - "პირველებმა" უნგრეთის ექს-პრემიერის თანაგუნდელთან, ანდრას ლასლოსთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
ლასლო, რომელიც ასევე ევროპარლამენტიც არის, "პირველებთან" იმ შეცდომებზე საუბრობს, რომელიც ორბანის გუნდმა დაუშვა - "ბევრი რამ შეგვეშალა და ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური, განსაკუთრებით კი ეკონომიკური გარემოებები იყო ძალიან ცუდი".
ბატონი ორბანი და ფიდესი 16 წლის განმავლობაში, ოთხი ციკლით იყვნენ ოპოზიციაში. ჩვენ 20 წლის განმავლობაში, ხუთი ციკლით ვიყავით ხელისუფლებაში. მან თქვა, რომ სურს ბრძოლის გაგრძელება. მან თქვა და მჯერა, რომ მას შეეძლო პოლიტიკაში ყოფილიყო 35 ან 36 წლის განმავლობაში კომუნიზმის დაცემის შემდეგ, რადგან ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია და სურს ახალ სიტუაციებთან ადაპტაცია. მას ახლაც მოუწევს ამის გაკეთება. მან ეს უკვე დაიწყო ამ კვირაში, არჩევნებიდან სულ რაღაც მეორე დღეს. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, რომ მას ჯერ კიდევ აქვს ენერგია, ნება და სიბრძნე.
ბევრი რამ შეგვეშალა და ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური, განსაკუთრებით კი ეკონომიკური გარემოებები იყო ძალიან ცუდი. ჩვენ წლების განმავლობაში ვიმყოფებოდით ევროკავშირის მხრიდან ზეწოლის ქვეშ, რაც გამოიხატებოდა ევროკავშირის ფონდების გაყინვაში. გვქონდა სტაგნაციის პროცესში მყოფი ეკონომიკა არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ ჩვენს უმეტეს ევროპელ პარტნიორთანაც.
რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ უნგრელებს ცვლილება სურდათ. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით ხელისუფლებაში, ასე რომ, ეს ფაქტორიც არსებობს. მაგრამ, ისიც ვნახეთ ბოლო წლებში, რომ ჩვენი პოლიტიკის უმეტესობა , როდესაც საქმე ეხებოდა ოჯახების მხარდაჭერას, როდესაც საქმე ეხებოდა შინამეურნეობებისთვის იაფი ენერგიის უზრუნველყოფას, როდესაც საქმე ეხებოდა ჩვენი საზღვრების დაცვას უკანონო მიგრაციისგან , ჩვენი პოლიტიკა ბევრად უფრო პოპულარული იყო, ვიდრე თავად ჩვენი პარტია. ამჯერად კი, რადგან მთავარი საკითხი ცხოვრების ღირებულების კრიზისი იყო, ჩვენ არ გვქონდა წვდომა მერყევ ამომრჩევლებთან. და სწორედ ამიტომ, საბოლოოდ მაინც 39%-ით დავასრულეთ", - აცხადესბ ლასლო.
ორბანის გუნდის წევრი ირწმუნება, რომ პარტიის მარცხის მთავრი მიზეზი ქვეყანაში ეკონომიკური უკუსვლა გახდა და არა რუსეთთან კავშირები და არც ის გავრცელებული სკანდალური ჩანაწერები, რაც ამ კავშირებს ადასტურებდა.
მისი თქმით, უნგრული ოპოზიცია ყოველთვის იყო ანტირუსული, თუმცა, ხელისუფლებაში ყოფნა მოითხოვს რუსეთთან პრაგმატულ მიდგომას.
ვნახავთ, რა მიმართულებას აირჩევენ ისინი (ახალი მთავრობა) რუსეთის საკითხებში, რადგან იგივე დამოკიდებულება კვლავ არსებობს - ამბობს ლასლო.
უნგრეთში ჩვენ გვაქვს საგარეო პოლიტიკა, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს უნგრეთის ინტერესებს. მრავალი წლის განმავლობაში, უნგრული ოპოზიცია ყოველთვის იყო ანტირუსული, თუმცა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში არიან, უწევთ გააცნობიერონ ის დამოკიდებულება, რომელიც რუსეთთან გვაქვს და ეს მოითხოვს უფრო პრაგმატულ მიდგომას. სწორედ ასეთია ჩვენი მიდგომა.
მე ვნახე გაჟონილი ჩანაწერები. ვნახე ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს გამომძიებელ ჟურნალისტებს უწოდებენ, როგორ აღიარებენ ამ ჩანაწერებში, რომ ისინი თანამშრომლობდნენ უცხოეთის საიდუმლო სამსახურებთან, რათა ზიანი მიეყენებინათ უნგრეთის მთავრობისთვის და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის. თუ რა გავლენა იქონია ამან, ვფიქრობ, გავლენა მინიმალური იყო. როგორც უკვე ვთქვი, საგარეო პოლიტიკა არ ყოფილა ის ფაქტორი, რომელმაც გადაწყვიტა არჩევნების ბედი.
მთელი თაობა გაიზარდა ამ 16 წლის განმავლობაში, რომლებსაც მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ჩვენი მთავრობა უნახავთ ხელისუფლებაში. მათ ნახეს ბევრი ცვლილება ოპოზიციაშიც.
ახლა ვნახავთ, შეინარჩუნებს თუ არა ახალი მთავრობა ჩვენი პოლიტიკის ნაწილს, რადგან, ჩვენი ბევრი მიდგომა პოპულარული იყო ჩვენი პარტიის მხარდამჭერთა წრის მიღმაც. ვნახავთ, რა მიმართულებას აირჩევენ ისინი ენერგეტიკისა და რუსეთის საკითხებში, რადგან იგივე დამოკიდებულება კვლავ არსებობს.
რაც შეეხება უნგრეთის მომავალი პრემიერის გეგმებს - ვიქტორ ორბანის გუნდის წევრი ამბობს, რომ პიტერ მადიარი მოულოდნელობით სავსე ფიგურაა და რთულია პროგნოზირება, რა საგარეო პოლიტიკა ექნება მას საქართველოსთან და დაკავშირებით.
"პირველებთან" ინტერვიუში, ლასლო საუბრობს "ოცნებაზეც" და ირწმუნება, რომ ივანიშვილის პარტია საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ევროპარლამენტარი ასევე ყურადღებას ამახვილებს ბრიუსელის პოლიტიკაზეც საქართველოს მიმართ და აცხადებს, რომ ევროპარლამენტს არ გააჩნია კომპეტენცია, ან ძალიან შეზღუდული კომპეტენცია აქვს საგარეო პოლიტიკაში.
ჩვენ არ ვიცით, სიმართლე რომ გითხრათ, ვფიქრობ, არავინ იცის. ის გარკვეულწილად მოულოდნელობით სავსე ფიგურაა. ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, რას ამბობს ის და რას შეასრულებს სინამდვილეში. ვფიქრობ, ადამიანებს, რომლებმაც მას ხმა მისცეს, უბრალოდ ცვლილებები სურდათ და მზად იყვნენ ხმა მიეცათ ნებისმიერისთვის, ვინც არაფერს იტყოდა ყველა იმ კრიტიკულ საკითხზე, რომლის წინაშეც უნგრეთი დგას.
ახლა ის აკეთებს განცხადებებს, სრულიად ახალ განცხადებებს საარჩევნო კამპანიასთან შედარებით. ამიტომ საკმაოდ რთულია პროგნოზირება. ვფიქრობ, ყველა ელოდება, რომ ნახოს, რამდენად მატერიალიზდება ის, რასაც ის ამბობს.საქართველოსთან დაკავშირებით სამი პუნქტი მაქვს. პირველი ევროპარლამენტს არ გააჩნია კომპეტენცია, ან ძალიან შეზღუდული კომპეტენცია აქვს საგარეო პოლიტიკაში. ჩვენი ინტერესი და როდესაც ვამბობ ჩვენს, ვგულისხმობ ევროკავშირს - ჩვენი ინტერესია გვქონდეს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან. ბოლო ადგილობრივი არჩევნების წინ, ევროპარლამენტში ქართული ოცნების ერთ-ერთმა მთავარმა კრიტიკოსმა წარმოადგინა საქართველოში ჩატარებული ახალი გამოკითხვების შედეგები, რომლებმაც ნათლად აჩვენა, რომ არჩევნებში ქართული ოცნება გაიმარჯვებდა და ისინი ყველაზე პოპულარული პარტია არიან. ამის მიუხედავად, ევროკავშირი მაინც სანქციების გზებს ეძებს. ვფიქრობ, ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს ამომრჩევლის არჩევანს. თუნდაც უნგრეთის მაგალითი რომ ავიღოთ აგერ უკვე 10 წელზე მეტია ავტოკრატიულ რეჟიმს გვეძახიან მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებში ვიმარჯვებთ", - აცხადებს ლასლო.