"ოცნება" ევროკავშირისგან დიალოგს ითხოვს - რაზე [არ] ისაუბრა პარტიამ ვაიმარის ქვეყნების წარმომადგენლებთან

16.04.26 17:46
"ოცნება" ევროკავშირისგან დიალოგს ითხოვს - რაზე [არ] ისაუბრა პარტიამ ვაიმარის ქვეყნების წარმომადგენლებთან

 

 

თბილისში, ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ვაიმარის ქვეყნების წარმომადგენლებმა პარლამენტში "ქართული ოცნების" წევრებთან შეხვედრა გამართეს -აუდიენციის დასრულების შემდეგ, მმართველი პარტიის წარმომადგენლის, ლევან მახაშვილის მიერ გაკეთებული კომენტარიდან ირკვევა, რომ  "ქართული ოცნებას" ევროკავშირთან დიალოგი სურს. 

რა თქმა უნდა არის საერთო განწყობა, რომ აუცილებელია დიალოგი - კონსტრუქციული, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს. საუბრია საქართველოსა და ევროკავშირს შორის [...]

მომავალში რა იქნება მე ვერ გეტყვით, მაგრამ დღეს რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა, ეს არის, რომ მთავარი გზავნილები გადავეცით ერთმანეთს, რომ დიალოგი არის აუცილებელი", - თქვა "პირველების" კითხვის საპასუხოდ ლევან მახაშვილმა. 

"პირველებმა" მახაშვილს ასევე გაახსენა მისი და მისი თანაგუნდელებსი განცახდებები "ომში ჩართვასთან" დაკავშირებით და ჰკითხა, დღესაც ხედავენ თუ არა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან "ამ საფრთხეს"? -  აღმოჩნდა, რომ "ოცნებას" ევროკავშირის წარმომადგენლებთან "ამ პრეტენზიის" შესახებ არ უსაუბრიათ. 

ფაქტია, რომ ევროკავშირში რამდენიმე სახელმწიფოს, პოლიტიკურ ძალებს და ა.შ. აქვთ ისეთი ქემდებებსი განხორციელების საქართველოს მხრიდან, რაც საქართველოს აუცილებლად შეიყვანს რუსეთთან დაპირისპირებაში. მაგრამ ამაზე დრეს ჩვენ დისკუსია არ გვქონია. მე ჩემი შეფასებებიც ვუთხარი რაც იყო საჭირო", - განაცხადა მახაშვილმა.  

საგულისხმოა, რომ დღევანდელ შეხვედრას, რომელიც "ოცნების" წევრებსა და ვაიმარის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის გაიმართა, ესწრებოდა გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერიც, დიპლომატი, რომელიც არაერთხელ გამხდარა "ოცნების" თავდასხმის სამიზნე. მეტიც, ივანიშვილსი გუნდის წევრები მის გაწვევასაც ითხოვდნენ. საჯაროდ გაკეთებულ კომენტარში ლევან მახაშვილს არ დაუდასტურებია, რომ ფიშერს მან მისი ან პარტიის უკმაყოფილების შესახებ რამე უთხრა. 

მეგობრული შეხვედრა იყო ვაიმარის სახელმწიფოების წარმომადგენლებთან-მეთქი ამას ვამბობ და გაგძელდება მათთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა", - განაცხადა მახაშვილმა.