თუ საუბარი არის ევროპასთან გზების აღდგენაზე, ამის წინაპირობა უნდა იყოს ქართული შიდაპოლიტიკური პროცესის განორმალურება - ყიფიანი

16.04.26 17:47
თუ საუბარი არის ევროპასთან გზების აღდგენაზე, ამის წინაპირობა უნდა იყოს ქართული შიდაპოლიტიკური პროცესის განორმალურება - ყიფიანი

საზოგადოებრივი მოძრაობა „ჯერ საქართველო - Georgia First-ის“ თანადამფუძნებლის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციასთან შეხვედრაზე „ურთიერთობაზე, მეგობრობაზე, პარტნიორობასა და მომავალზე“ ისაუბრეს. 

ყიფიანის თქმით, იმისათვის, რათა ევროკაშირთან ურთიერთობები აღდგეს, ამისთვის აუცილებელია "ქართული შიდაპოლიტიკური პროცესის განორმალურება". 

ითქვა ის, რომ როგორც ქვეყნის პარტნიორები მხარს უჭერენ ურთიერთობების კომუნიკაციას, რაც დიპლომატიაშია აბსოლუტურად ბუნებრივია. ჩვენ ყველამ ვიცით რა გვჭირს, ყველანი მოწმენი ვართ, რა ხდება ქვეყანაში, ამიტომ თუ საუბარი არის ევროპასთან გზების აღდგენაზე, ამის წინაპირობა უნდა იყოს ქართული შიდაპოლიტიკური პროცესის განორმალურება. რაც ხდება იმას უნდა დაერქვას პოლიტიკა“,- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.