ვინ როგორ ხედავს ოპოზიციაში "ოცნების" დამარცხების გზას?
ვინ როგორ ხედავს ოპოზიციაში "ქართული ოცნების" დამარცხების გზას - სალომე ზურაბიშვილის გზავნილის შემდეგ პარტიებში თანხმდებიან, რომ ცვლილებების მიღწევის უალტერნატივო გზა არჩევნებია. ამას აცხადებენ ისინიც, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და ისინიც, ვინც 2025 წლის შემოდგომაზე ბოიკოტი გამოაცხადა. თუმცა განსხვავებები მაინც რჩება.
"ლელო - ძლიერ საქართველოში" ფიქრობენ, რომ ახლა ოპოზციისთვის უნგრეთის არჩევნები უნდა იყოს მაგალითი და არ უნდა განმორდეს ის, რაც თვითმმართველობსი არჩევნებზე მოხდა.
არჩევნების გზა არის ერთადერთი სწორი გზა. სამწუხაროდ, არჩევნების მიმართ დანერგილმა ნიჰილიზმმა დააზარალა ჩვენი ბრძოლა, დააზარალა საქართველოს დემოკრატიული ძალები, მაგრამ ისევ და ისევ მინდა მივესალმო მათ, ვისაც გონება გაუნათდა და უნგრეთის მაგალითით მაინც შეძლო იმის დანახვა, რაც ადგილობრივი მაგალითებით ვერ დაინახა, რის გამოც ჩვენ მივიღეთ არასახარბიელო და არასწორი შედეგი. რა თქმა უნდა, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ უნგრეთის მაგალითმა მკაფიოდ გვაჩვენა ის, რომ რეალურად არჩევნები და მობილიზება არის გზა წინ", - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
ანალოგიურად ფიქრობენ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდშიც.
ჩვენი გუნდის პოზიცია იყო, არის და იქნება, რომ ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი მისაღები გზა არის არჩევნები. რაც შეეხება იმას, ე.წ. კოპი-პეისტს რომ ცდილობენ, ჩვენ ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ. ჩვენ ჩვენი პრობლემები გვაქვს, მაგრამ ერთადერთი გზა ხელისუფლების ცვლილების არის მხოლოდ და მხოლოდ არჩევნები", - ამბობს ანა ბუჩუკური.
არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლაზე საუბრობენ "ოპოზიციის ალიანსშიც", თუმცა ალიანსისი წევრების განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა იქნება აზრიანი იმ შეთხვევაში, თუ საარჩევნო გარემო იქნება დემოკრატიული.
არჩევნები ბუნებრივია არის დემოკრატიული ცვლილების ყველაზე სწორი და ლოგიკური ფორმა, თუმცარა მაშინ, როცა პროცესი იძლევა არჩევანის შესაძლებლობას და ეს არჩევანი წინსწრებად ივანიშვილის მიერ არის განსაზღვრული. მაშინ, როცა რეჟიმი თავად ამბობს არჩევნებზე უარს, როდესაც პოლიტიკური ოპონენტები ციხეში ჰყავს გამოკეტილი, როცა ადამიანებს ქიმიური ნივთიერებით წამლავს და აწამებს, პარტიებს საერთოდ აკრძალვით ემუქრება, ასეთ ვითარებაში შეუძლებელია დემოკრატიული არჩევნებსი მოწყობა", - აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
"ფედერალისტების" ლიდერი, თამარ ჩერგოლეშვილი კი ამბობს, რომ აუცილებელია ოპოზიციას ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმების დათვლის შესაძლებლობა მიეცეს.
ჩვენ მივიღებთ მხოლოდ იმ არჩევნებში მონაწილეობას, სადაც გვექნება ჩვენი და ჩვენი ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმების დათვლის შესაძლებლობა, ესეთი არჩევნებია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვაქვს დიდი უპირატესობა და ეს დიდი უპირატესობა უნდა მიიღწეს წინააღმდეგობით. თვითმმართველობის არჩევნები სრულიად განსხვავებული არჩევნებია და ამისთვის არ გვქონდა რესურსი, რომ ჩვენი ხმები დაგვეცვა. სანამ ხმების დაცვას არ შევძლებთ და ხმების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ საარჩევნო მეწყერით, იქამდე არჩევენებში შესვლას აზრი არ აქვს. დიდი უპირატესობა უნდა გვქონდეს და ცხადია, რომ არჩევნებით დავამარცხებთ. ორჯერ დიდი უპირატესობა რომ გვქონოდა 2025 წლისთვის, 24 -შიც იგივე გვექნებოდა, და გადანგრეული გვექნებოდა “ოცნება“. საქმეც მაგაშია, რომ იმ მცირე განსხვავებამ, რაც 2024 წლის არჩევნების წინ არსებობდა, ჩვენ არ მოგვცა საშუალება, რომ ჩვენი ამომრჩევლის ხმები დაგვეცვა და შევრცხვით ჩვენ ამომრჩეველთან.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მას "არჩევნების სჯერა" და სურს, რომ "ოცნება" არჩევნების გზით წავიდეს.
მისი თქმით, ეს ქვეყნისთვის სტაბილური და მშვიდობიანი გზაა, რომელიც ხელს არ შეუშლის განვითარებას.