ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცით, კობახიძე 17 აპრილს ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება. ამასთანდაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა - მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა.
ვიზიტის ფარგლებში კობახიძე ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.
საქართველოს მთავრობის მეთაური ანტალიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან, - აღნიშნულია ინფორმაციაში.